ტექნიკური რეგლამენტის – მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერების კომპლექტის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №325 |
|
2024 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
danarti.docx ⬇
ტექნიკური რეგლამენტი - მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერების კომპლექტის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესი
მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
1. „ტექნიკური რეგლამენტი – მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერების კომპლექტის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესი“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ეტიკეტირებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნებს იმ მყარი საწვავის ბოილერებისთვის, რომელთა ნომინალური სითბოს მოცულობა 70 კვტ-ს ტოლი ან ნაკლებია და იმ მყარი საწვავის ბოილერის კომპლექტებისთვის, რომელთა ნომინალური სითბოს მოცულობა 70 კვტ-ს ტოლი ან ნაკლებია, ასევე დამატებითი გამათბობლებისთვის, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის პანელებისთვის.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ბოილერებზე, რომლებიც სითბოს გამოიმუშავებს მხოლოდ ცხელი სასმელი ან სანიტარული წყლის მისაღებად;
ბ) ბოილერებზე, რომლებიც განკუთვნილია აირისებრი სითბოს გადაცემის საშუალებების გათბობის და განაწილებისთვის, როგორიც არის ორთქლი ან ჰაერი;
გ) მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერებზე, რომელთა მაქსიმალური ელექტრული სიმძლავრე არის 50 კვტ ან მეტი;
დ) არამერქნული ბიომასის ბოილერებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მყარი საწვავის ბოილერი – მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია ერთი ან მეტი მყარი საწვავის თბოგენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ცენტრალური გათბობის სისტემის სითბოთი მომარაგებას ოთახის სასურველი ტემპერატურის მიღწევის და შენარჩუნების მიზნით ერთ ან მეტ დახურულ სივრცეში, სადაც სითბოს დანაკარგი გარემოში არ არის ნომინალური სითბოს მოცულობის 6%-ზე მეტი;
ბ) წყლის ცენტრალური გათბობის სისტემა – სისტემა, რომელიც იყენებს წყალს, როგორც სითბოს გადაცემის საშუალებას ცენტრალურად წარმოქმნილი სითბოს გადასანაწილებლად სითბოს გამომყოფ მოწყობილობებზე შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დახურული სივრცის გასათბობად, მათ შორის კორპუსის გათბობა ან ცენტრალური გათბობის ქსელები;
გ) მყარი საწვავის თბოგენერატორი – მყარი საწვავის ბოილერის ნაწილი, რომელიც სითბოს წარმოქმნის მყარი საწვავის წვის შედეგად;
დ) ნომინალური სითბოს მოცულობა ან Pr – მყარი საწვავის ბოილერის დეკლარირებული სითბოს მოცულობა, როდესაც დახურულ სივრცეში სითბოს მიწოდება ხორციელდება სასურველი საწვავით, გამოხატული კვტ-ში;
ე) მყარი საწვავი – საწვავი, რომელიც მყარია ჩვეულებრივ ოთახის შიდა ტემპერატურაზე. მყარი საწვავი მოიცავს მყარ ბიომასას და მყარ წიაღისეულ საწვავს;
ვ) ბიომასა – პროდუქტის, ნარჩენების და ბიოლოგიური წარმოშობის ნარჩენების ბიოდეგრადირებად ნაწილი (მათ შორის მცენარეული და ცხოველური ნივთიერებები), რომელიც წარმოიშობა სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში, თევზჭერის და აკვაკულტურის ჩათვლით, აგრეთვე სამრეწველო და მუნიციპალური ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი;
ზ) მერქნული ბიომასა – ხეებიდან, ბუჩქებიდან და ჩირგვებიდან წარმოშობილი ბიომასა, მათ შორის ხის მორები, ხის ნაფოტები, დაპრესილი ხის მასალა პელეტების ფორმით, დაპრესილი ხის მასალა ბრიკეტების ფორმით და ნახერხი;
თ) არამერქნული ბიომასა – ბიომასა, გარდა მერქნულისა, რომელიც მოიცავს ჩალას, მისკანტუსს, ლერწამს, თხილეულის, თესლებისა და კურკების შიგთავსს, მარცვლეულს, ზეთისხილის კურკას, ზეთისხილის რბილობის ნაწნეხს და თხილეულის ნაჭუჭს;
ი) წიაღისეული საწვავი – საწვავი, გარდა ბიომასისა, მათ შორის ანტრაციტი, მურა ნახშირი, კოქსი და ბიტუმოვანი ნახშირი. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ის ასევე მოიცავს ტორფს;
კ) ბიომასის ბოილერი – მყარი საწვავის ბოილერი, რომლისთვისაც სასურველ საწვავად გამოყენებულია ბიომასა;
ლ) არამერქნული ბიომასის ბოილერი – ბიომასის ბოილერი, რომლისთვისაც სასურველ საწვავად გამოყენებულია არამერქნული ბიომასა, ხოლო მერქნული ბიომასა, წიაღისეული საწვავი ან ბიომასისა და წიაღისეული საწვავის ნარევი არ არის მითითებული სხვა შესაფერისი საწვავის ჩამონათვალში;
მ) სასურველი საწვავი – ერთი მყარი საწვავი, რომელიც მიმწოდებლის ინსტრუქციის შესაბამისად, სასურველია გამოყენებულ იქნეს ბოილერისთვის;
ნ) სხვა შესაფერისი საწვავი – მყარი საწვავი, რომელიც არ არის სასურველი საწვავი და მიმწოდებლის ინსტრუქციის შესაბამისად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მყარი საწვავის ბოილერისთვის. ის მოიცავს ნებისმიერ საწვავს, რომელიც მითითებულია მემონტაჟეებისა და მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში, ტექნიკურ ან სარეკლამო მასალაში და რეკლამებში, ასევე მწარმოებლებისა და მიმწოდებლების ვებ გვერდებზე, რომლებზე წვდომაც შესაძლებელია უფასოდ;
ო) მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერი – მყარი საწვავის ბოილერი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად სითბოს და ელექტროენერგიის გამომუშავება;
პ) დამატებითი გამათბობელი – მეორადი ბოილერი ან თბური ტუმბო, როგორც ეს განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ან მეორადი მყარი საწვავის ბოილერი, რომელიც წარმოქმნის დამატებით სითბოს, იმ შემთხვევაში, როდესაც სითბოს მოთხოვნა ძირითადი მყარი საწვავის ბოილერის ნომინალურ სითბოს მოცულობაზე მეტია;
ჟ) ტემპერატურის მარეგულირებელი – მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება მომხმარებელს სასურველი შიდა ტემპერატურის მნიშვნელობებსა და დროსთან დაკავშირებით და გადასცემს შესაბამის მონაცემებს მყარი საწვავის ბოილერის ინტერფეისში, როგორიცაა ცენტრალური დამუშავების განყოფილება, რითაც ხელს უწყობს შიდა ტემპერატურ(ებ)ის რეგულირებას;
რ) მზის პანელი – მხოლოდ მზის სისტემის მოწყობილობა, მზის სხივების შემკრები მოწყობილობა, მზის ცხელი წყლის შემნახველი ავზი ან ტუმბო შემკრები მოწყობილობის კვანძში, რომლებიც ბაზარზე ცალ-ცალკეა განთავსებული;
ს) მხოლოდ მზის სისტემის მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია ერთი ან მეტი მზის სხივების შემკრები მოწყობილობით და მზის ცხელი წყლის შემნახველი ავზებით და შესაძლოა ტუმბოებით შემკრები მოწყობილობის კვანძში და სხვა ნაწილებში, რომელიც ბაზარზე განთავსებულია, როგორც ერთი ერთეული და არ არის აღჭურვილი თბოგენერატორით, გარდა შესაძლო ერთი ან მეტი სარეზერვო წყალქვეშა გამათბობლისა;
ტ) მზის სხივების შემკრები მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც შექმნილია გლობალური მზის სხივების შთანთქმისა და მისი გავლით ამგვარად გამომუშავებული სითბოს ენერგიის სითხედ გარდაქმნის მიზნით;
უ) მზის ცხელი წყლის შემნახველი ავზი – ცხელი წყლის შემნახველი ავზი, რომელიც ინახავს ერთი ან მეტი მზის სხივების შემკრები მოწყობილობის მიერ გამომუშავებულ სითბოს ენერგიას;
ფ) ცხელი წყლის შემნახველი ავზი – ცხელი წყლის შემნახველი ჭურჭელი, ცხელი წყლის ან სივრცის გათბობის მიზნით, ნებისმიერი დანამატის ჩათვლით, რომელიც არ არის აღჭურვილი თბოგენერატორით, გარდა ერთი ან მეტი სარეზერვო წყალქვეშა გამათბობლისა;
ქ) სარეზერვო წყალქვეშა გამათბობელი – ელექტრული წინაღობის გამათბობელი ჯოულის ეფექტით, რომელიც წარმოადგენს ცხელი წყლის შემნახველი ავზის ნაწილს და წარმოქმნის სითბოს მხოლოდ მაშინ, როდესაც გარე სითბოს წყაროს მომარაგება შეჩერებულია (მათ შორის, შეკეთების პერიოდში) ან მწყობრიდან არის გამოსული, ან არის მზის ცხელი წყლის შემნახველი ავზის ნაწილი და უზრუნველყოფს სითბოს, როდესაც მზის სითბოს წყარო არ არის საკმარისი კომფორტის საჭირო დონის დასაკმაყოფილებლად;
ღ) მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტი – კომპლექტი, რომელიც შეთავაზებულია მომხმარებლისთვის და მოიცავს მყარი საწვავის ბოილერს, რომელიც კომბინირებულია ერთ ან მეტ დამატებით გამათბობელთან, ერთ ან მეტ ტემპერატურის მარეგულირებელთან ან ერთ ან მეტ მზის პანელთან;
ყ) კომბინირებული ბოილერი – მყარი საწვავის ბოილერი, რომელიც შექმნილია დამატებით სასმელი ან სანიტარული წყლის გასაცხელებლად საჭირო სითბოს გამოსამუშავებლად, განსაზღვრულ ტემპერატურაზე, რაოდენობებსა და ნაკადის სიჩქარის განსაზღვრულ ინტერვალებში და უკავშირდება სასმელი ან სანიტარული წყლის გარე წყაროს;
შ) სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა ან ηs – განსაზღვრული გათბობის სეზონისთვის მყარი საწვავის ბოილერის მეშვეობით მიწოდებულ სივრცის გათბობის მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო წლიურ ენერგიის მოხმარებას შორის თანაფარდობა, გამოხატული %-ში;
ჩ) ელექტრო ეფექტურობა ან ηel – მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერის ელექტროენერგიის მოცულობისა და მთლიანი მოხმარებული ენერგიის მოცულობის თანაფარდობა, რომლის დროსაც მთლიანი მოხმარებული ენერგია გამოხატულია მთლიანი თერმული მნიშვნელობით (GCV) ან საბოლოო ენერგია გამრავლებული კონვერსიის კოეფიციენტზე (CC);
ც) მთლიანი თერმული მნიშვნელობა ან GCV – სითბოს საერთო რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა იმ საწვავის ერთეული რაოდენობის მიერ, რომელსაც გააჩნია საჭირო ტენიანობა, როდესაც ის სრულად იწვის ჟანგბადით და როდესაც წვის პროდუქტები უბრუნდება გარემო ტემპერატურას. ეს რაოდენობა მოიცავს წყლის ორთქლის კონდენსაციის სითბოს, რომელიც წარმოიქმნება საწვავში ნებისმიერი წყალბადის წვის შედეგად;
ძ) კონვერსიის კოეფიციენტი ან CC – კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა ტოლია 2,5-ის;
წ) ტემპერატურის მარეგულირებლის საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა - პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, რომელიც აუცილებელია მიწოდებული იყოს ტემპერატურის მარეგულირებლებისათვის „ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
ჭ) ბოილერის საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა – პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, რომელიც აუცილებელია მიწოდებული იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო იმ ბოილერებისთვის, რომლებიც არ არის მყარი საწვავის ბოილერები, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, რომელიც აუცილებელია მიწოდებული იყოს ასეთი ბოილერებისათვის „ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
ხ) მზის პანელის საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა – პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, რომელიც აუცილებელია მიწოდებული იყოს მზის პანელებისათვის „ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
ჯ) თბური ტუმბოს საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა - პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, რომელიც აუცილებელია მიწოდებული იყოს თბური ტუმბოებისთვის „ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
ჰ) კონდენსაციის ბოილერი – მყარი საწვავის ბოილერი, რომელშიც ნორმალურ სამუშაო პირობებში და შესაბამის სამუშაო წყლის ტემპერატურაზე, წვის პროდუქტებში წყლის ორთქლი ნაწილობრივ კონდენსირდება, ამ წყლის ორთქლის ლატენტური სითბოს გათბობის მიზნებისთვის გამოსაყენებლად;
ჰ1) სხვა მერქნული ბიომასა – მერქნული ბიომასა გარდა: ხის მორებისა, რომლის ტენიანობა არის 25%-ის ტოლი ან ნაკლები, ხის ნაფოტებისა, რომლის ტენიანობა არის 15% ან მეტი, დაპრესილი ხის მასალისა პელეტების ან ბრიკეტების ფორმით, ან ნახერხისა, რომლის ტენიანობა 50%-ის ტოლი ან მასზე ნაკლებია;
ჰ2) ტენიანობა – საწვავში წყლის მასა მყარი საწვავის ბოილერში გამოყენებულ საწვავის საერთო მასასთან მიმართებით;
ჰ3) სხვა წიაღისეული საწვავი – წიაღისეულ საწვავი, გარდა ბიტუმოვანი ნახშირის, მურა ნახშირის (მათ შორის ბრიკეტების), კოქსის, ანტრაციტის ან შერეული წიაღისეული საწვავის ბრიკეტებისა;
ჰ4) ელექტროენერგიის მოთხოვნა მაქსიმალურ სითბოს მოცულობაზე ან elmax – მყარი საწვავის ბოილერის ელექტროენერგიის მოხმარება ნომინალურ სითბოს მოცულობაზე, გამოხატული კვტ-ში. ის არ მოიცავს ელექტროენერგიის მოხმარებას სარეზერვო გამათბობლიდან და ინტეგრირებული მეორადი გამონაბოლქვის შემცირების მოწყობილობიდან;
ჰ5) ელექტროენერგიის მოთხოვნა მინიმალურ სითბოს მოცულობაზე ან elmin – მყარი საწვავის ბოილერის ელექტროენერგიის მოხმარება გამოსაყენებელ ნაწილობრივ დატვირთვაზე, გამოხატული კვტ-ში. ის არ მოიცავს ელექტროენერგიის მოხმარებას სარეზერვო გამათბობლიდან და ინტეგრირებული მეორადი გამონაბოლქვის შემცირების მოწყობილობიდან;
ჰ6) სარეზერვო გამათბობელი – ჯოულის ეფექტის ელექტრული წინაღობის ელემენტი, რომელიც წარმოქმნის სითბოს მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვას მყარი საწვავის ბოილერი ან წყლის ცენტრალური გათბობის სისტემა გაყინვისგან ან როდესაც გარე სითბოს წყაროს მომარაგება შეწყვეტილია (მათ შორის, მოწყობილობის შეკეთების პერიოდში) ან გამოსულია მწყობრიდან;
ჰ7) გამოსაყენებელი ნაწილობრივი დატვირთვა - ნომინალური სითბოს მოცულობის 30%-ზე ფუნქციონირების შესაძლებლობა ავტომატური დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის და ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე ფუნქციონირების შესაძლებლობა ხელით დატვირთვის მყარი საწვავის იმ ბოილერისთვის, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე;
ჰ8) ელექტროენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმში ან PSB - მყარი საწვავის ბოილერის ელექტროენერგიის მოხმარება ლოდინის რეჟიმში. ის არ მოიცავს ელექტროენერგიის მოხმარებას ინტეგრირებული მეორადი გამონაბოლქვის შემცირების მოწყობილობებიდან და გამოხატულია კვტ-ში;
ჰ9) ლოდინის რეჟიმი – მდგომარეობა, როდესაც მოწყობილობა ჩართულია კვების წყაროში, მისი დანიშნულებისამებრ ფუნქციონირება დამოკიდებულია კვების წყაროდან მოწოდებულ ენერგიაზე და უზრუნველყოფს მხოლოდ იმ ფუნქციების შესრულებას, რაც შეიძლება განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს, როგორიცაა: რეაქტივაციის ფუნქცია, ან რეაქტივაციის ფუნქცია და მხოლოდ მითითება ჩართული რეაქტივაციის ფუნქციაზე, ან/და ინფორმაციის ან სტატუსის ჩვენება;
ჰ10) სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა აქტიურ რეჟიმში ან ηson –
ჰ10.ა) ავტომატური დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის არის სასარგებლო ეფექტურობის შეწონილი საშუალო მნიშვნელობა ნომინალურ სითბოს მოცულობაზე და სასარგებლო ეფექტურობა ნომინალური სითბოს მოცულობის 30%-ზე;
ჰ10.ბ) ხელით დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის, რომელსაც განგრძობად რეჟიმში შეუძლია ფუნქციონირება ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე არის სასარგებლო ეფექტურობის შეწონილი საშუალო მაჩვენებელი ნომინალურ სითბოს მოცულობაზე და სასარგებლო ეფექტურობა ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე;
ჰ10.გ) ხელით დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის, რომელსაც განგრძობად რეჟიმში არ შეუძლია ფუნქციონირება ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე ან ნაკლებ პროცენტულ მაჩვენებელზე არის სასარგებლო ეფექტურობა ნომინალურ სითბოს მოცულობაზე;
ჰ10.დ) მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერისთვის არის სასარგებლო ეფექტურობა ნომინალურ სითბოს მოცულობაზე;
ჰ11) სასარგებლო ეფექტურობა ან η – მყარი საწვავის ბოილერის სასარგებლო სითბოს მოცულობასა და საერთო მოხმარებულ ენერგიას შორის თანაფარდობა, სადაც მთლიანი მოხმარებული ენერგია გამოიხატება მთლიანი თერმული მნიშვნელობით (GCV) ან საბოლოო ენერგია გამრავლებული კონვერსიის კოეფიციენტზე (CC);
ჰ12) სასარგებლო სითბოს მოცულობა ან P – მყარი საწვავის ბოილერის სითბოს მოცულობა, რომელიც გადაეცემა სითბოს გადამტანს, გამოხატული კვტ-ში;
ჰ13) წიაღისეული საწვავის ბოილერი – მყარი საწვავის ბოილერი, რომლის სასურველი საწვავია წიაღისეული საწვავი ან ბიომასის და წიაღისეული საწვავის ნარევი;
ჰ14) მთლიანი თერმული მნიშვნელობა ტენიანობის გარეშე ან GCVmf – სითბოს საერთო რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა იმ საწვავის ერთეული რაოდენობის მიერ, რომელშიც საკუთარი ტენიანობა გამომშრალია როცა ის სრულად იწვის ჟანგბადით და წვის პროდუქტები უბრუნდება გარემო ტემპერატურას; ეს რაოდენობა მოიცავს წყლის ორთქლის კონდენსაციის სითბოს, რომელიც წარმოიქმნება საწვავში ნებისმიერი წყალბადის წვის შედეგად.
ჰ15) ეკვივალენტური მოდელი – ბაზარზე განთავსებული მოდელი, რომელიც მოცემულია კონკრეტული დანართის კონკრეტულ ცხრილში, იმავე ტექნიკური პარამეტრებით, რაც შეესაბამება იმავე მიმწოდებლის მიერ ბაზარზე განთავსებულ სხვა მოდელს.
ჰ16) საჩვენებელი მოწყობილობა – ნებისმიერი ეკრანი, მათ შორის სენსორული ეკრანი, ან სხვა ვიზუალური ტექნოლოგია, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის ინტერნეტ კონტენტის საჩვენებლად;
ჰ17) ჩასმული ეკრანი – ვიზუალური ინტერფეისი, რა შემთხვევაშიც გამოსახულებაზე ან მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სხვა სურათის ან მონაცემის სენსორულ ეკრანზე გაფართოებით;
ჰ18) სენსორული ეკრანი – ეკრანი, რომელიც რეაგირებს შეხებაზე, როგორიცაა ტაბლეტი, პლანშეტი ან სმარტფონი;
ჰ19) ალტერნატიული ტექსტი – გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება არაგრაფიკული ფორმით და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გრაფიკული გამოსახულების გახსნა საჩვენებელ მოწყობილობაზე შეუძლებელია. ის ასევე ნიშნავს ხელმისაწვდომობისთვის გამოყენებულ დამხმარე საშუალებას, მაგალითად როგორიც არის ხმის სინთეზის პროგრამები.
ჰ20) მოდელის იდენტიფიკატორი – კოდი ჩვეულებრივ ასობრივ-ციფრული, რომელიც განასხვავებს მყარი საწვავის ბოილერს და მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის ან იმავე მიმწოდებლის ან დილერის სახელწოდების მქონე მოდელისგან.
2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 3. მიმწოდებლის ვალდებულებები
1. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან/და უზრუნველყოფს მყარი საწვავის ბოილერების ექსპლუატაციას, მათ შორის იმ მყარი საწვავის ბოილერების ბაზარზე განთავსებას ან/და ექსპლუატაციას, რომლებიც ინტეგრირებულია მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლის და მზის პანელის კომპლექტებში, ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეული მყარი საწვავის ბოილერი მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობის კლასებს. თითოეული მყარი საწვავის ბოილერი, რომელიც განკუთვნილია მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლის და მზის პანელის კომპლექტში გამოსაყენებლად, მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ მეორე ეტიკეტთან ერთად;
ბ) თითოეული მყარი საწვავის ბოილერის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ელექტრონულ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობს კლასებს;
გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი მიწოდებულია თითოეული მყარი საწვავის ბოილერისთვის და ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ მეორე საინფორმაციო ცხრილი მიწოდებულია თითოეული მყარი საწვავის ბოილერისთვის, რომელიც განკუთვნილია მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლის და მზის პანელის კომპლექტში გამოსაყენებლად;
დ) თითოეული მყარი საწვავის ბოილერის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია პროდუქტის შესახებ ელექტრონულ საინფორმაციო ცხრილთან ერთად, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;
ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) მყარი საწვავის ბოილერის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მიეთითოს მისი ენერგოეფექტურობის კლასი, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ზ) მყარი საწვავის ბოილერის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასს.
2. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან/და უზრუნველყოფს მყარი საწვავის ბოილერების ექსპლუატაციას, მათ შორის იმ მყარი საწვავის ბოილერების ბაზარზე განთავსებას ან/და ექსპლუატაციას, რომლებიც ინტეგრირებულია მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლის და მზის პანელის კომპლექტებში, ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეული მყარი საწვავის ბოილერი მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობის კლასებს;
ბ) თითოეული მყარი საწვავის ბოილერის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ელექტრონულ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობს კლასებს;
3. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან/და უზრუნველყოფს მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლის და მზის პანელის კომპლექტის ექსპლუატაციას, ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეული მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტი მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობის კლასებს;
ბ) მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატისა და ინფორმაციის შემცველ ელექტრონულ ეტიკეტთან ერთად და შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ენერგოეფექტურობის კლასებს;
გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი მიწოდებულია თითოეული მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტისთვის;
დ) თითოეული მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის მოდელი დილერისთვის მიწოდებულია პროდუქტის შესახებ ელექტრონულ საინფორმაციო ცხრილთან ერთად, ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის, მათი მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მიეთითოს მისი ენერგოეფექტურობის კლასი, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ზ) მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასს.
მუხლი 4. დილერის ვალდებულებები
მყარი საწვავის ბოილერის დილერი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) თითოეულ მყარი საწვავის ბოილერს, რომელიც წარმოდგენილია გაყიდვის პუნქტში, დატანილი უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი ან მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწყობილობის გარე წინა ნაწილში, ისე რომ ნათლად ჩანდეს;
ბ) დისტანციური გაყიდვის, გაქირავების ან განვადებით გაყიდვის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ მყარი საწვავის ბოილერი შეთავაზებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, გამოიყენება VI დანართის დებულებები;
გ) მყარი საწვავის ბოილერის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამა მოიცავს მითითებას მისი ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
დ) მყარი საწვავის ბოილერის კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს მითითებას ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ.
მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლის და მზის პანელის კომპლექტების დილერი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:
ა) კონკრეტული კომპლექტის ნებისმიერი შეთავაზება მოიცავს ამ კომპლექტის ენერგოეფექტურობის კლასს, კომპლექტზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტის და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული კომპლექტის მახასიათებლებით სათანადოდ შევსებული პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის განთავსებით.
ბ) დისტანციური გაყიდვის, გაქირავების ან განვადებით გაყიდვის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლის და მზის პანელის კომპლექტები შეთავაზებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის V დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ ინფორმაციასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, გამოიყენება VI დანართის დებულებები;
გ) მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამა მოიცავს მითითებას მისი ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ, თუ რეკლამა შეიცავს ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
დ) მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლებლისა და მზის პანელის კომპლექტების კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური სარეკლამო მასალა, რომელიც აღწერს მის კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს, მოიცავს მითითებას ამ მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ.
მუხლი 5. გაზომვა და გაანგარიშება
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოსადგენი ინფორმაცია მოპოვებული უნდა იქნეს სარწმუნო, უტყუარი და აღწარმოებადი გაზომვის პროცედურების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს გაზომვის აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად. ენერგოეფექტურობის ინდექსის გამოთვლა უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის შესაბამისად.
მუხლი 6. ბაზარზე ზედამხედველობა
ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილების შესაბამისად.
უფლებამოსილი პირი მყარი საწვავის ბოილერის და მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების დეკლარირებულ ენერგოეფექტურობის კლასთან შესაბამისობის შეფასებისას იყენებს ამ ტექნიკური რეგლამენტის IX დანართით გათვალისწინებულ პროცედურას.
მყარი საწვავის ბოილერის კონკრეტული მოდელის ნებისმიერი სახის რეკლამაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა მის ენერგოეფექტურობის კლასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
მყარი საწვავის ბოილერის კონკრეტული მოდელის ონლაინ ვაჭრობაზე ზედამხედველობა, არ წარმოადგენს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
დანართი I. ენერგოეფექტურობის კლასი
მყარი საწვავის ბოილერის ენერგოეფექტურობის კლასი განისაზღვრება ენერგოეფექტურობის ინდექსის საფუძველზე, წინამდებარე დანართის ცხრილის 1- ის შესაბამისად.
მყარი საწვავის ბოილერის ენერგოეფექტურობის ინდექსი განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის შესაბამისად.
ცხრილი 1
მყარი საწვავის ბოილერის ენერგოეფექტურობის კლასი
| ენერგოეფექტურობის კლასი | ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) |
|---|---|
| A+++ | EEI ≥ 150 |
| A++ | 125 ≤ EEI < 150 |
| A + | 98 ≤ EEI < 125 |
| A | 90 ≤ EEI < 98 |
| B | 82 ≤ EEI < 90 |
| C | 75 ≤ EEI < 82 |
| D | 36 ≤ EEI < 75 |
| E | 34 ≤ EEI < 36 |
| F | 30 ≤ EEI < 34 |
| G | EEI < 30 |
დანართი II. ეტიკეტები
მყარი საწვავის ბოილერის ეტიკეტი
1.1. ეტიკეტი 1
ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I - მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
II - მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;
III - სივრცის გათბობის ფუნქცია;
IV - ენერგოეფექტურობის კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული მყარი საწვავის ბოილერის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი;
V - ნომინალური სითბოს მოცულობა კვტ-ში, დამრგვალებული უახლოეს მეათედამდე;
VI - კომბინირებული ბოილერის შემთხვევაში, ასევე დამატებითი წყლის გათბობის ფუქნცია;
VII - მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერისთვის, ასევე დამატებით ელექტროენერგიის გამომუშავების ფუნქცია.
ბ) მყარი საწვავის ბოილერის ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე დანართის მე-4 პუნქტს.
მყარი საწვავის ბოილერის ეტიკეტი
2.1. ეტიკეტი 2

ა) მყარი საწვავის ბოილერის ეტიკეტი 2 უნდა შეიცავდეს ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ ინფორმაციას;
ბ) მყარი საწვავის ბოილერის ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს წინამდებარე დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისი.
A+++-დან G-ს ჩათვლით ენერგოეფექტურობის კლასებად დაყოფილი მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ეტიკეტი.

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
I - დილერის ან მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
II - დილერის ან მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;
III - სივრცის გათბობის ფუნქცია;
IV - მყარი საწვავის ბოილერის ენერგოეფექტურობის კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
V - მითითება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მზის სხივების შემკრები მოწყობილობა, ცხელი წყლის შემნახველი ავზი, ტემპერატურის მარეგულირებელი ან დამატებითი გამათბობელი იყოს მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ნაწილი;
VI - მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეფექტურობის კლასი ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეფექტურობის კლასს, მოთავსებული უნდა იყოს იგივე სიმაღლეზე, როგორც იმ ისრის თავი, რომელზეც დატანილია ინფორმაცია შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ;
ბ) მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ეტიკეტის დიზაინი უნდა უნდა იყოს წინამდებარე დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისი. A+++-დან D-ს ჩათვლით ენერგოეფექტურობის კლასებად დაყოფილი მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისთვის, კლასები E-დან G-ს ჩათვლით შეიძლება ამოღებულ იქნეს A+++-დან G-ს ჩათვლით სკალაზე.
მყარი საწვავის ბოილერის ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს შემდეგი:

ამასთან:
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 105 მმ სიგანის და 200 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;
ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;
გ) ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;
დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:
❶ ეტიკეტის კიდეები: 4 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები:
3.5 მმ.❷ ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც აღწერილია:
ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 86 მმ, სიმაღლე: 17 მმ.❸ ქვე-ლოგოების კიდე: 1 pt - ფერი: ფირუზისფერი 100% - სიგრძე: 86 მმ.
❹ სივრცის გათბობის ფუნქცია:
პიქტოგრამა, როგორც აღწერილია
❺ A++-G და A+++-D სკალები, შესაბამისად:
ისარი: სიმაღლე: 5 მმ, დაშორება: 1.3 მმ - ფერები:
უმაღლესი კლასი: X-00-X-00,
მეორე კლასი: 70-00-X-00,
მესამე კლასი 30-00-X-00,
მეოთხე კლასი: 00-00-X-00,
მეხუთე კლასი: 00-30-X-00,
მეექვსე კლასი: 00-70-X-00,
მეშვიდე კლასი: 00-X-X-00,
მერვე კლასი: 00-X-X-00,
ბოლო კლასი: 00- X - X -00.
ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტის ზომა 14 pt, დიდი თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;,
ისარი: სიმაღლე: 7 მმ, დაშორება: 1 მმ - ფერები:
უმაღლესი კლასი: X-00-X-00,
მეორე კლასი: 70-00-X-00,
მესამე კლასი 30-00-X-00,
მეოთხე კლასი: 00-00-X-00,
მეხუთე კლასი: 00-30-X-00,
მეექვსე კლასი: 00-70-X-00,
ბოლო კლასი: 00- X - X -00.
ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 16 pt, დიდი, , თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;,
❻ ენერგოეფექტურობის კლასი:
ისარი: სიგანე: 22 მმ, სიმაღლე 12 მმ, 100 % შავი.
ტექსტი: „Calibri“, მუქი,შრიფტის 24 pt, დიდი, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;,
❼ ნომინალური სითბოს მოცულობა:
კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
მნიშვნელობა „YZ”: Calibri“, მუქი შრიფტის ზომა 45 pt, 100% შავი;
ტექსტი „კვტ“: Calibri“, ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 30 pt, 100% შავი;
❽ წყლის გათბობის ფუნქცია:
პიქტოგრამა, როგორც აღწერილია;
კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❾ ელექტროენერგიის ფუნქცია:
პიქტოგრამა, როგორც აღწერილია;
კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი, 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❿ ეტიკეტის შემოღების წელი და რეგლამენტის ნომერი:
ტექსტი: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 10 pt;
⓫ მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი.
⓬ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.
მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 86 X 12 მმ ფორმატში.
მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს შემდეგი:

ამასთან:
ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 210 მმ სიგანის და 297 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;
ბ) ეტიკეტს უნდა ჰქონდეს თეთრი ფონი.
გ) ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული , ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;
დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:
❶ ეტიკეტის კიდეები: 6 pt – ფერი: ფირუზისფერი 00% - მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❷ ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც აღწერილია, ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 191 მმ, სიმაღლე: 37 მმ.
❸ ქველოგოების კიდე: 2 pt - ფერი: ფირუზისფერი 100% - სიგრძე: 191 მმ.
❹ სივრცის გათბობის ფუნქცია:
პიქტოგრამა, როგორც აღწერილია.
❺ მყარი საწვავის ბოილერი:
პიქტოგრამა, როგორც აღწერილია.
მყარი საწვავის ბოილერის ენერგოეფექტურობის კლასი:
ისარი: სიგანე: 24 მმ, სიმაღლე 14 მმ, 100 % შავი.
ტექსტი: „Calibri“, მუქი , შრიფტის ზომა 28 pt, დიდი , თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.
კიდე: 3 pt, ფერი: ფირუზისფერი, 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❻ მზის სხივების შემკრები მოწყობილობის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის, ტემპერატურის მარეგულირებლის და დამატებითი გამათბობლის კომპლექტი:
პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
„+“ სიმბოლო: Calibri“, მუქი ), შრიფტის ზომა 50 pt, 100% ფირუზისფერი.
ყუთები: სიგანე: 12 მმ, სიმაღლე 12 მმ, კიდე: 4 pt, 100 % ფირუზისფერი.
კიდე: 3 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❼A+++-G სკალა კიდეებით:
ისარი - სიმაღლე: 15 მმ, დაშორება: 3 მმ - ფერები:
უმაღლესი კლასი: X-00-X-00,
მეორე კლასი: 70-00-X-00,
მესამე კლასი 30-00-X-00,
მეოთხე კლასი: 00-00-X-00,
მეხუთე კლასი: 00-30-X-00,
მეექვსე კლასი: 00-70-X-00,
მეშვიდე კლასი: 00-X-X-00,
ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბოლო კლასი: 00- X - X -00.
ტექსტი: „Calibri“, მუქი შრიფტის ზომა 30 pt, დიდი, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;
კიდე: 3 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.
❽ მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის პანელების კომპლექტების ენერგოეფექტურობის კლასი:
ისარი: სიგანე: 33 მმ, სიმაღლე 19 მმ, 100 % შავი.
ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 40 pt, დიდი, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე;,
❾ ეტიკეტის შემოღების წელი და რეგლამენტის ნომერი:
ტექსტი: Calibri“, მუქი , შრიფტის ზომა 12 pt;
❿ დილერის ან მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი.
⓫ დილერის ან მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი:
მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 191 X 19 მმ ფორმატში.
დანართი III. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი
1. მყარი საწვავის ბოილერის პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით და ის თანდართული უნდა იყოს პროდუქტის ბროშურაში ან პროდუქტთან ერთად მოწოდებულ სხვა ლიტერატურაში ქართულ ენაზე:
ა) მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
ბ) მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
გ) მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
დ) ნომინალური სითბოს მოცულობა კვტ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
ე) ენერგოეფექტურობის ინდექსი, რომელიც გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის შესაბამისად, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
ვ) სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა %-ში, რომელიც გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის შესაბამისად, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
ზ) ნებისმიერი სპეციფიკური სიფრთხილის ზომის შესახებ მითითება, რაც აუცილებელია მყარი საწვავის ბოილერის აწყობის, დამონტაჟების ან ექსპლუატაციის დროს;
თ) მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერის შემთხვევაში, ენერგოეფექტურობა, გამოხატული %-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე.
2. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება მოიცავდეს ერთი და იმავე მიმწოდებლის მყარი საწვავის ბოილერის რამდენიმე მოდელს;
3. ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, შესაძლოა მოცემული იყოს ეტიკეტის ფერადი ან შავ-თეთრი ასლის ფორმით. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ეტიკეტზე არ არის ნაჩვენები, ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი.
4. შეთავაზებული კომპლექტის ენერგოეფექტურობის ინდექსის შეფასების მიზნით, მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი ან მეორე ცხრილებით გათვალისწინებული ინფორმაცია. ის ასევე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) I: ძირითადი მყარი საწვავის ბოილერის ენერგოეფექტურობის ინდექსის მნიშვნელობა;
ბ) II: ძირითადი მყარი საწვავის ბოილერისა და კომპლექტის დამატებითი გამათბობლების სითბოს მოცულობის საზომი მნიშვნელობა, ამ დანართის მე-2 და მე-3 ცხრილების შესაბამისად;
გ) III: შემდეგი ფორმულის მათემატიკური მნიშვნელობა: 294/(11 ηPr), სადაც Pr აღნიშნავს ძირითადი მყარი საწვავის ბოილერს;
დ) IV: შემდეგი ფორმულის მათემატიკური მნიშვნელობა: 115/(11 ηPr), სადაც Pr აღნიშნავს ძირითადი მყარი საწვავის ბოილერს.
ცხრილი 2
ძირითადი მყარი საწვავის ბოილერის და დამატებითი გამათბობლის წონა ამ დანართის პირველი ნახაზის მიზნებისათვის (1)
| Psup/(Pr + Psup) (2) სადაც Pr მიუთითებს პირველად მყარი საწვავის ბოილერს |
II, კომპლექტი ცხელი წყლის შემნახველი ავზის გარეშე | II, კომპლექტი ცხელი წყლის შემნახველი ავზით |
|---|---|---|
| 0 | 0 | 0 |
| 0,1 | 0,30 | 0,37 |
| 0,2 | 0,55 | 0,70 |
| 0,3 | 0,75 | 0,85 |
| 0,4 | 0,85 | 0,94 |
| 0,5 | 0,95 | 0,98 |
| 0,6 | 0,98 | 1,0 |
| ≥ 0,7 | 1,00 | 1,0 |
ცხრილი 3
ძირითადი კოგენერაციის მყარი საწვავის ბოილერის და დამატებითი გამათბობლის წონა მე-2 ნახაზის მიზნებისათვის (1)
Pr/(Pr + Psup) (3), სადაც Pr მიუთითებს პირველად მყარი საწვავის ბოილერს |
II, კომპლექტი ცხელი წყლის შემნახველი ავზის გარეშე | II, კომპლექტი ცხელი წყლის შემნახველი ავზით |
|---|---|---|
| 0 | 1,0 | 1,0 |
| 0,1 | 0,70 | 0,63 |
| 0,2 | 0,45 | 0,30 |
| 0,3 | 0,25 | 0,15 |
| 0,4 | 0,15 | 0,06 |
| 0,5 | 0,05 | 0,02 |
| 0,6 | 0,02 | 0 |
| ≥ 0,7 | 0 | 0 |
(1) შუალედური მნიშვნელობები გამოითვლება წრფივი ინტერპოლაციით ორ მიმდებარე მნიშვნელობას შორის.
(2) Pr ეხება პირველადი მყარი საწვავის ბოილერს.
(3) Pr ეხება პირველადი მყარი საწვავის ბოილერს.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 ცხრილის მიზნებისთვის, შუალედური მნიშვნელობები გამოითვლება ორ მომიჯნავე მნიშვნელობას შორის ხაზოვანი ინტერპოლაციით.
ნახაზი 1
ნახაზი 1 მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც ძირითადი მყარი საწვავის ბოილერისთვის უნდა შეიცავდეს მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი და რომელიც მიუთითებს შეთავაზებული კომპლექტის ენერგოეფექტურობის ინდექსს

ნახაზი 2
ნახაზი 2 მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც ძირითადი მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერისთვის უნდა შეიცავდეს მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი და რომელიც მიუთითებს შეთავაზებული კომპლექტის ენერგოეფექტურობის ინდექსს

დანართი IV. ტექნიკური დოკუმენტაცია
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული მყარი საწვავის ბოილერის ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმწოდებლის სახელწოდება და მისამართი;
ბ) მოდელის იდენტიფიკატორი;
გ) მითითება სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გამოყენებული სტანდარტების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც სასურველი საწვავი არის სხვა მერქნული ბიომასა, არამერქნული ბიომასა, სხვა წიაღისეული საწვავი ან სხვა ბიომასის და წიაღისეული საწვავის ნაზავი მე-4 ცხრილის შესაბამისად, საწვავის ზოგადი აღწერა, რომელიც მისი მარტივად და ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; ასევე საწვავის ტექნიკური სტანდარტი ან სპეციფიკაცია, მათ შორის, გაზომილი ტენიანობის შემცველობა და გაზომილი ნაცრის შემცველობა. სხვა წიაღისეული საწვავისთვის, აგრეთვე გაზომილი საწვავის აქროლადი შემცველობა;
ე) მითითება სხვა გამოყენებული ტექნიკური სტანდარტების და სპეციფიკაციების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და ხელმოწერა;
ზ) ამ მუხლის მე-4 ცხრილით გათვალისწინებული ინფორმაცია, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების მითითებით, რომელიც გაზომილი და გამოთვლილია ამ ტექნიკური რეგლამენტის VII და VIII დანართების შესაბამისად;
თ) მიმწოდებლის მიერ ან მიმწოდებლის სახელით ჩატარებული გამოცდის ანგარიში, რომელიც მოიცავს იმ ორგანოს სახელს და მისამართს, ვინც გამოცდა ჩაატარა;
ი) ნებისმიერი სპეციფიკური სიფრთხილის ზომის შესახებ მითითება, რაც აუცილებელია მყარი საწვავის ბოილერის აწყობის, დამონტაჟების ან ექსპლუატაციის დროს;
კ) ეკვივალენტური მოდელების ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ცხრილი 4
მყარი საწვავის ბოილერის და მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერის ტექნიკური პარამეტრები
| მოდელის ინდეტიფიკატორი | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| დატვირთვის რეჟიმი: [ხელით მართვა: ბოილერი უნდა ოპერირებდეს ცხელი წყლის შემნახველი ავზით, რომლის მოცულობაა მინიმუმ x1 ლიტრი/ავტომატური: რეკომენდებულია, რომ ბოილერი ოპერირებდეს ცხელი წყლის შემნახველი ავზით, რომლის მოცულობაა მინიმუმ x2 ლიტრი] | |||||||||
| საკონდენსაციო ბოილერი: [კი/არა] | |||||||||
| მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერი: [კი/არა] | კომბინირებული ბოილერი: [კი/არა] | ||||||||
| საწვავი | სასურველი საწვავი (მხოლოდ ერთი): |
სხვა შესაფერისი საწვავ(ებ)ი: | |||||||
| ხის მორები, ტენიანობის შემცველობა ≤ 25 % | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ხის ნაფოტები, ტენიანობის შემცველობა 15-35% | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ხის ნაფოტები, ტენიანობის შემცველობა > 35% | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| დაპრესილი ხის მასალა, პელეტების ან ბრიკეტების ფორმით | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ნახერხი, ტენიანობის შემცველობა ≤ 50 % | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| სხვა მერქნული ბიომასა | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| არამერქნული ბიომასა | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ბიტუმოვანი ნახშირი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| მურა ნახშირი (მათ შორის, ბრიკეტები) | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| კოქსი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| ანტრაციტი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| შერეული წიაღისეული საწვავის ბრიკეტები | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| სხვა წიაღისეული საწვავი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| შერეული ბიომასის (30-70%) და წიაღისეული საწვავის ბრიკეტები | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| სხვა ბიომასის და წიაღისეული საწვავის ნარევი | [კი/არა] | [კი/არა] | |||||||
| მახასიათებლები სასურველი საწვავით ოპერირების დროს | |||||||||
| სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა ηs [%]: | |||||||||
| ენერგოეფექტურობის ინდექსი EEI: | |||||||||
| პოზიცია | სიმბოლო | მნიშვნელობა | ერთეული | პოზიცია | სიმბოლო | მნიშვნელობა | ერთეული | ||
| სასრგებლო სითბოს მოცულობა | სასარგებლო ეფექტურობა | ||||||||
| სითბოს ნომინალურ მოცულობაზე | Pn3 | x,x | კვტ | სითბოს ნომინალურ მოცულობაზე | ηn | x,x | % | ||
| [30%/50%] სითბოს ნომინალურ მოცულობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში | Pp | [x,x-/არ გამოიყენება] | კვტ | [30%/50%] სითბოს ნომინალურ მოცულობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში | ηp | [x,x/არ გამოიყენება] | % | ||
| მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერები: ელექტროეფექტურობა | დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარება | ||||||||
| სითბოს ნომინალურ მოცულობაზე | elmax | x,xxx | კვტ | ||||||
| სითბოს ნომინალურ მოცულობაზე | ηel,n | x,x | % | [30%/50%] სითბოს ნომინალურ მოცულობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში | elmin | [x,xxx/არ გამოიყენება] | კვტ | ||
| ინტეგრირებული მეორადი გამონაბოლქვის შემცირების მოწყობილობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში | [x,xxx/არ გამოიყენება] | კვტ | |||||||
| ლოდინის რეჟიმში | PSB | x,xxx | კვტ | ||||||
| საკონტაქტო ინფორმაცია | მიმწოდებლის სახელწოდება და მისამართი | ||||||||
ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმწოდებლის სახელწოდება და მისამართი;
ბ) მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების მოდელის ზოგადი აღწერა, რომელიც მისი მარტივად და ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;
გ) მითითება სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გამოყენებული სტანდარტების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მითითება სხვა გამოყენებული ტექნიკური სტანდარტების და სპეციფიკაციების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და ხელმოწერა;
ვ) ტექნიკური პარამეტრები;
ზ) ენერგოეფექტურობის ინდექსი, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
თ) ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური პარამეტრები და „ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის N164 დადგენილების მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტექნიკური პარამეტრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) „ტექნიკური რეგლამენტის − სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტებისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის N164 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური პარამეტრები;
კ) ნებისმიერი სპეციფიკური სიფრთხილის ზომის შესახებ მითითება, რაც აუცილებელია მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების აწყობის, დამონტაჟების ან ექსპლუატაციის დროს.
დანართი V. ინფორმაცია, რომელიც უნდა იქნეს წარმოდგენილი პროდუქტის დისტანციური გაყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით
1. მყარი საწვავის ბოილერის „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისტანციური გაყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
ბ) ნომინალური სითბოს მოცულობა კვტ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
გ) ენერგოეფექტურობის ინდექსი, რომელიც გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის VIII დანართის შესაბამისად, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
დ) მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერის შემთხვევაში, ელექტროეფექტურობა %-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე.
2. მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისტანციური გაყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთავაზება გაკეთებულია ინტერნეტის მეშვეობით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი, ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის შესაბამისად;
ბ) ენერგოეფექტურობის ინდექსი, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის პირველი და მე-2 ნახაზებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად წარმოსადგენი ყველა ინფორმაციის ზომა და შრიფტი, ბეჭდური თუ საჩვენებელი ვერსიის შემთხვევაში, უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.
დანართი VI. ინტერნეტის გამოყენებით პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების ან განვადებით გაყიდვის შემთხვევაში მისაწოდებელი ინფორმაცია
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის, ხოლო კომპლექტის შემთხვევაში, სათანადოდ შევსებული ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ან კომპლექტის ფასთან ახლოს. თუკი პროდუქტი და კომპლექტი არის განთავსებული, ხოლო ფასი მითითებულია მხოლოდ კომპლექტისთვის, მხოლოდ კომპლექტის ეტიკეტი უნდა განთავსდეს. ამ მუხლის შესაბამისად წარმოსადგენი ეტიკეტის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით დადგენილ მოთხოვნებს. ეტიკეტი შეიძლება ნაჩვენები იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში გამოსახულება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა, უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ მახასიათებლებს. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობის ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოების შემთხვევაში.
2. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში გამოსახულება, რომელიც გამოიყენება ეტიკეტის სანახავად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ისრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის ან კომპლექტის ეტიკეტზე ნაჩვენებ ენერგოეფექტურობის კლასს;
ბ) პროდუქტის ან კომპლექტის ენერგოეფექტურობის კლასი მითითებული უნდა იყოს თეთრ ფერში შრიფტის იმავე ზომით, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული; და
გ) გამოსახულება უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ დიზაინთაგან ერთ-ერთს:

3. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში ეტიკეტის ჩვენება უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოსახულება საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ან კომპლექტის ფასთან ახლოს;
ბ) გამოსახულება უნდა უკავშირდებოდეს ეტიკეტს;
გ) ეტიკეტი უნდა გამოჩნდეს მაუსზე ხელის დაჭერით, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით გამოსახულების გაფართოებით;
დ) ეტიკეტი ეკრანზე უნდა გამოჩნდეს დაუყოვნებლივ, ახალ ფანჯარაში, ახალ გვერდზე ან ჩახურული ეკრანის გამოჩენით;
ე) სენსორულ ეკრანზე ეტიკეტის გასადიდებლად გამოიყენება სენსორულ ეკრანზე გამოსახულების გადიდების საშუალებები;
ვ) ეტიკეტი უნდა ჩაიხუროს დახურვის ოფციის ან დახურვის სხვა სტანდარტული მექანიზმის მეშვეობით;
ზ) გრაფიკული გამოსახულების ალტერნატიული ტექსტი, რომელიც ეკრანზე უნდა გამოჩნდეს იმ შემთხვევაში როდესაც ეტიკეტი არ გამოჩნდა, არის პროდუქტის ან კომპლექტის ენერგოეფექტურობის კლასი. მისი შრიფტის ზომა უნდა იყოს იგივე, რაც ფასის მისათითებლად არის გამოყენებული.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილი საჩვენებელ მოწყობილობაზე უნდა განთავსდეს პროდუქტის ან კომპლექტის ფასთან ახლოს. პროდუქტის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ცხრილის ზომა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი შეიძლება გამოსახული იყოს ჩასმული ეკრანის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ბმული, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეტიკეტზე წვდომა, მკაფიოდ და გასაგებად უნდა შეიცავდეს მითითებას ‒ „პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი“. ჩასმული ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი უნდა გამოჩნდეს მაუსის პირველივე დაჭერისთანავე, მაუსის მოძრაობით ან სენსორული ეკრანის მეშვეობით ბმულზე გადასვლით.
დანართი VII. ტექნიკური შემოწმება და გამოთვლის მეთოდი
1. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და ტექნიკური შემოწმების მიზნით უნდა ჩატარდეს გაზომვები და გამოთვლა, რომლებიც დაეყრდნობა სტანდარტებს, რომელთა შემცველი დოკუმენტების ნომრები გამოქვეყნებულია სსიპ ‒ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე, ან დაეყრდნობა სხვა სარწმუნო, უტყუარ და აღწარმოებად გაზომვის პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოდ აღიარებულ თანამედროვე მეთოდებს და რომელთა შედეგები მიჩნეულია სარწმუნოდ. ისინი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის 2-5 პუნქტებში მოცემულ პირობებსა და ტექნიკურ პარამეტრებს.
2. გაზომვებისა და გამოთვლებისთვის მოქმედებს შემდეგი ზოგადი პირობები:
ა) მყარი საწვავის ბოილერის გამოცდა ხორციელდება სასურველი საწვავით;
ბ) სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობის გაზომილი მნიშვნელობა დამრგვალებულია უახლოეს მთელ რიცხვამდე.
3. მყარი საწვავის ბოილერის სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობისთვის მოქმედებს შემდეგი ზოგადი პირობები:
ა) სასარგებლო ეფექტურობის მაჩვენებლები ηn, ηp და სასარგებლო სითბოს მოცულობის მაჩვენებლები Pn, Pp უნდა გაიზომოს შესაბამისად. წიაღისეული საწვავის კოგენერაციის ბოილერისთის ასევე უნდა გაიზომოს ელექტრული ეფექტურობა ηel,n ;
ბ) სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა ηs გამოითვლება როგორც სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა აქტიურ რეჟიმში ηson, დაკორექტირებული ტემპერატურის კონტროლის წვლილით და დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარებით. მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერისთვის, სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობას აქტიურ რეჟიმში ηson ემატება ელექტრო ეფექტურობა გამრავლებული კონვერსიის კოეფიცენტზე (CC), რომელიც 2,5-ის ტოლია;
გ) ელექტროენერგიის მოხმარება გამრავლებულია კონვერსიის კოეფიცენტზე (CC), რომელიც 2,5-ის ტოლია;
4. მყარი საწვავის ბოილერის სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობისთვის მოქმედებს შემდეგი კონკრეტული პირობები:
ა) სეზონური სივრცის გათბობის ენეროეფექტურობა ηs განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
ηs = ηson –F(1)–F(2)+F(3)
სადაც:
ηson არის სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა აქტიურ რეჟიმში, გამოხატული %-ში, რომელიც გამოითვლება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
F(1) აღნიშნავს ტემპერატურის კონტროლის ცვლილების შედეგად, სივრცის სეზონური გათბობის შემცირებულ ენერგოეფექტურობას; F(1) = 3%;F(2) აღნიშნავს დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარების ნეგატიურ წვლილს ენერგოეფექტურობის ინდექსში, გამოხატული %-ში, რომელიც გამოითვლება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
F(3) აღნიშნავს მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერის ელექტრო ეფექტურობის პოზიტიურ წვლილს ენერგოეფექტურობის ინდექსში, გამოხატული %-ში და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
F(3) = 2,5 × ηel,n
ბ) აქტიურ რეჟიმში სეზონური სივრცის გათბობის ენეროეფექტურობის ηson, გამოთვლა
ბ.ა) ხელით დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის, რომელსაც შეუძლია ოპერირება ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე განგრძობად რეჟიმში და ავტომატური დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის, აქტიურ რეჟიმში სეზონური სივრცის გათბობის ენეროეფექტურობა ηson გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ηson = 0,85 × ηp + 0,15 × ηn
ბ.ბ) ხელით დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის, რომელსაც განგრძობად რეჟიმში არ შეუძლია ოპერირება ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე ან ნაკლებ პროცენტულ მაჩვენებელზე და მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერისთვის აქტიურ რეჟიმში სეზონური სივრცის გათბობის ენეროეფექტურობა ηson გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ηson = ηn
გ) F(2) -ის გამოთვლა:
გ.ა) ხელით დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის, რომელსაც შეუძლია ოპერირება ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე განგრძობად რეჟიმში და ავტომატური დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის F(2) გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
F(2) = 2,5 × (0,15 × elmax + 0,85 × elmin + 1,3 × PSB )/(0,15 × Pn + 0,85 × Pp )
გ.ბ) ხელით დატვირთვის მყარი საწვავის ბოილერისთვის, რომელსაც განგრძობად რეჟიმში არ შეუძლია ოპერირება ნომინალური სითბოს მოცულობის 50%-ზე ან ნაკლებ პროცენტულ მაჩვენებელზე და მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერისთვის F(2) გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
F(2) = 2,5 × (elmax + 1,3 × PSB )/Pn
5. მთლიანი თერმული მნიშვნელობის გამოთვლისთვის მოქმედებს შემდეგი პირობები: მთლიანი თერმული მნიშვნელობა (GCV) მიიღება მთლიანი თერმული მნიშვნელობიდან ტენიანობის გარეშე (GCVmf) შემდეგი კონვერსიის გამოყენებით:
GCV = GCVmf × (1 – M)
სადაც:
ა) GCV და GCVmf იზომება მეგაჯოულებში თითოეულ კილოგრამზე;
ბ) M არის საწვავის ტენიანობის შემცველობა, რომელიც გამოიხატება პროპორციის სახით.
დანართი VIII. ენერგოეფექტურობის ინდექსის გამოსათვლელი მეთოდოლოგია
მყარი საწვავის ბოილერის ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) გამოითვლება სასურველი საწვავისთვის და დამრგვალებულია უახლოეს მთელ რიცხვამდე შემდეგნაირად:
EEI = ηson × 100 × BLF – F(1) – F(2) × 100 + F(3) × 100,
სადაც:
ηson არის აქტიურ რეჟიმში სეზონური სივრცის გათბობის ენერგოეფექტურობა, ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
BLF არის ბიომასის ეტიკეტის მაჩვენებელი, რომელიც არის 1.45-ის ტოლი ბიომასის ბოილერისთვის და 1-ის ტოლი წიაღისეული საწვავის ბოილერისთვის;
F(1) აღნიშნავს ტემპერატურის რეგულირების დაზუსტებული მაჩვენებლის ნეგატიურ წვლილს ენერგოეფექტურობის ინდექსში; F(1) = 3;
F(2) აღნიშნავს დამხმარე ელექტროენერგიის მოხმარების ნეგატიურ წვლილს ენერგოეფექტურობის ინდექსში ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
F(3) აღნიშნავს მყარი საწვავის კოგენერაციის ბოილერის ელექტრო ეფექტურობის პოზიტიურ წვლილს ენერგოეფექტურობის ინდექსში და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
F(3) = 2.5 x ηel,n
მყარი საწვავის ბოილერის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეფექტურობის ინდექსი (EEI) განისაზღვრება III დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
დანართი IX. ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო შემოწმების პროცედურა
1. ტექნიკური რეგლამენტის ამ დანართით განსაზღვრული დასაშვები გადახრა უკავშირდება მხოლოდ გაზომვადი პარამეტრების შემოწმებას უფლებამოსილი პირის მიერ და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მიმწოდებლის მიერ, როგორც ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მნიშვნელობის დასაშვები გადახრა. ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები და კლასები არ უნდა იყოს მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ის მნიშვნელობები, რომლებიც მითითებულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
2. პროდუქტის მოდელის აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტექნიკური შემოწმებისას, უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პროცედურით:
ა) უფლებამოსილმა პირმა უნდა განხორციელოს შესამოწმებელი მოდელის ერთი ერთეულის/მოწყობილობის შემოწმება;
ბ) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი სამი პირობა:
ბ.ა) ტექნიკურ დოკუმენტაციაში „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დეკლარირებული მნიშვნელობები და ამ მნიშვნელობების გამოსათვლელად გამოყენებული მნიშვნელობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე გამოცდის ანგარიშებში მითითებული შესაბამისი მნიშვნელობები;
ბ.ბ) ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში გამოქვეყნებული მნიშვნელობები არ არის მიმწოდებლისთვის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობები, ხოლო მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი არ არის უფრო ხელსაყრელი მიმწოდებლისთვის, ვიდრე დეკლარირებული მნიშვნელობებით განსაზღვრული კლასი; და
ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოდელის ერთეულის შემოწმებისას დადგენილი მნიშვნელობები (შესაბამისი პარამეტრების მნიშვნელობები, რომლებიც გაზომილ იქნა ტესტირების დროს და მნიშვნელობები, რომლებიც გამოანგარიშებულ იქნა ამ გაზომვებიდან) შეესაბამება მე-5 ცხრილში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს. მოდელის ერთეული უნდა შემოწმდეს საწვავზე, რომელსაც გააჩნია იმავე რანგის მახასიათებლები, როგორც საწვავს, რომელიც გამოყენებული იყო მიმწოდებლის მიერ დანართი VII-ით გათვალისწინებული გაზომვების ჩატარებისას;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა მოდელი, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა შეამოწმოს იმავე მოდელის სამი ერთეული. ალტერნატივის სახით, დამატებით შერჩეული სამი ერთეული შეიძლება იყოს ერთი ან მეტი განსხვავებული მოდელი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი;
ე) მოდელი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნევა, თუკი შერჩეული სამი ერთეულისთვის განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული შეესაბამება ამ დანართის მე-5 ცხრილში მოცემულ შესაბამის დასაშვებ გადახრებს.
ვ) იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შედეგები არ იქნა მიღწეული, მოდელი და ყველა მოდელი, რომელიც მიმწოდებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია როგორც ეკვივალენტური მოდელი, მიიჩნევა ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოდ;
ზ) უფლებამოსილმა პირმა უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ დანართის, მე-2 მუხლის „გ“ და „ვ“ პუნქტების შესაბამისად მოდელის შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ.
3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს VII და VIII დანართებით განსაზღვრული გაზომვის და გამოთვლის მეთოდები.
4. უფლებამოსილმა პირმა ამ დანართის მოთხოვნებისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ მე-5 ცხრილში მითითებული დასაშვები გადახრები და მე-2 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები. დაუშვებელია სხვა სტანდარტებში ან გაზომვის სხვა მეთოდებში მითითებული გადახრების გამოყენება.
ცხრილი 5
დასაშვები გადახრა
| გაზომილი პარამეტრები | დასაშვები გადახრა |
|---|---|
| ენერგოეფექტურობის ინდექსი | გაზომილი მნიშვნელობა არ უნდა იყოს ნომინალურ მნიშვნელობაზე ნაკლები 6%-ზე მეტით |
