„იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №85/ნ |
|
2023 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეყნების ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე:
ა) ევროკავშირის ქვეყნები;
ბ) ავსტრალია;
გ) კანადა;
დ) ისლანდია;
ე) ისრაელი;
ვ) იაპონია;
ზ) სამხრეთი კორეა;
თ) ახალი ზელანდია;
ი) ნორვეგია;
კ) შვეიცარია;
ლ) ამერიკის შეერთებული შტატები;
მ) ლიხტენშტაინი;
ნ) სამხრეთი აფრიკა;
ო) გაერთიანებული სამეფო;
პ) თურქეთი.“.
2. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნების მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის მფლობელმა, საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად, საბჭოს უნდა წარუდგინოს განცხადება ქართულ ენაზე, ხოლო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა თარგმანის გარეშე (ორიგინალის ასლი). ამასთან, დოკუმენტაციის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად.“.
3. მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეყნების ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს, ხუთწლიანი სამუშაო სტაჟის არსებობისას, უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე:
ა) ევროსაბჭოს ქვეყნები (გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით): სან მარინო, ანდორა, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბია, მონაკო, მონტენეგრო;
ბ) ბელარუსი;
გ) ჩინეთი.“.
|