აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17-ს
სარეგისტრაციო კოდი
010190030.51.060.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

რეგლამენტი

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 25.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს ჯილდოები

1. უმაღლეს საბჭოში დაწესებულია უმაღლესი საბჭოს ჯილდოები: საპატიო სიგელი (უმაღლესი ჯილდო), უმაღლესი საბჭოს მედალი, მადლობის სიგელი, წარმატებულის სიგელი და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშანი.

2. საპატიო სიგელით ჯილდოვდება პირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

3. უმაღლესი საბჭოს მედლით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე აქტიური სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საქმეში, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ან უმაღლეს საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

4. მადლობის სიგელით ჯილდოვდება პირი გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.

5. წარმატებულის სიგელით ჯილდოვდება პირი პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის.

6. უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით შეიძლება დაჯილდოვდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლეს საბჭოში არანაკლებ 20-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის.

7. საპატიო სიგელით და უმაღლესი საბჭოს მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს კომიტეტის, ფრაქციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით.

8. მადლობის სიგელით, წარმატებულის სიგელით და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

9.  საპატიო სიგელით, უმაღლესი საბჭოს მედლით, მადლობის სიგელით, წარმატებულის სიგელითა და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესსა და ჯილდოების აღწერილობებს ბრძანებით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია

 

 

22 ნოემბერი 2023 წ.

ქ. თბილისი

N17-ს