აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
1. რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) დაიკავა უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობისა) ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;“.
2. რეგლამენტის მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება მისი:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის შემთხვევაში;
ბ) დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.
2. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არჩეული ან დანიშნული იქნა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე და რომელსაც აღნიშნულის საფუძველზე შეუჩერდა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, გათავისუფლებიდან 1 თვის ვადაში, მისივე მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება.
3. უმაღლესი საბჭოს წევრის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს იმავე დადგენილებით მას თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდება სხვა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევასთან ან დანიშვნასთან დაკავშირებით.
4. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
ქ.თბილისი
10.04.2013წ.
№-168 (166) -1ს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2013.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 10.04.2013. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №168 (166) -1ს. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.51.060.016002.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №168 (166) -1ს, 10.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010190030.51.060.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1899314/