,,საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.112.016523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2023 წლის 27 ნოემბერი

ქ. ლანჩხუთი

,,საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N17 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი matsne.gov.ge, 25/08/2023 წელი, სარეგისტრაციო კოდი   010250020.35.112.016520) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი 8. გასაჩივრების წესი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 209 3 მუხლის მე-4 ნაწილით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი/მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საჩივრდება ზემდგომ ორგანოში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

2. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი/მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

3. ამ წესის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება სასამართლოში.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.“

გ) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

ნაწილი I

საჯარიმო ქვითარი N

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის    

             ოქმი                      

 

                                                                     ბ.ა.

1. შედგენის თარიღი: --------------------

                                  (რიცხვი, თვე, წელი)

2. შედგენის ადგილი: --------------------

                              

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: --------------------------

 

 

4. დამრღვევის მონაცემები: ---------------

 

ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი

 

 

-----------------------------------------------------------

იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება მისი დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ----------მუხლის ----------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას -------------- ლარის ოდენობით.

 

6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ---------- მუხლის -------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ------------------- ლარის ოდენობით.

 

7. --------------------------------------------------

 

----------------------------------------------------

მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

 

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა:

 

 

 

(ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

 

9. მიმღები მოლარე: ----------                    ---------------

     (ხელმოწერა და თარიღი)               (საბიუჯეტო შემოსავლის 

                                                           სახაზინო კოდი)

 

მოწმის ხელმოწერა: --------------------------------------

 

ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: ------------------------

 

სამართალდამრღვევი: ------------------------------------

 

 

(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

 

 

 

ნაწილი II

საჯარიმო ქვითრის ყუა

N

 

(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

 

 

 

1.------------------------------------------

(გადამხდელის სახელი და გვარი)

 

 

 

 

 

2. -------------------------------------------

(გადამხდელის მისამართი)

 

 

 

 

 

3. -------------------------------------------

(ჯარიმის ოდენობა)

 

 

 

 

 

4.1.------------------------------------------

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

 

 

 

 

 

4.2. -----------------------------------------

(ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)

 

 

 

 

 

5. -------------------------------------------

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

 

 

 

6. -------------------------------------------

(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

 

 

7. მიმღები მოლარე: ---------------------

                                               (ხელმოწერა)

 

 

8. შემომტანი: ----------------------------

                                               (ხელმოწერა)

 

     

 

           

 

                 ბ.ა.

 

9. თარიღი: -------------------------------

                            (რიცხვი, თვე და წელი)

 

 

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

 

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. მოქალაქეს მიეწოდა ინფორმაცია სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადისა და გასაჩივრების ადგილის  შესახებ.

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დამკვეთი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია

დამამზადებელი:

სემგს-ს რეგისტრაციის №“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე