თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.11.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016507
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.11.2022
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2023 წლის 24 ნოემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 16-ე მუხლის მეორე პუნქტის „ლ’“ ქვეპუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016478).
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა
მუხლი 1🔗. პრობლემის განსაზღვრა
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმნისტრაციულ ცენტრთან.
2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო მიმოსვლა.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი
1.მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლის და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. პროგრამის არსი
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაბა თიანეთისაკენ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების შესყიდვას.
2. მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:
ა) სოფ. ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი –სოფ. ხოფცა – დ. თიანეთი;
ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი;
გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ. თიანეთი;
დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო – დ. თიანეთი;
ე) დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ. ჟებოტა – სოფ. ლელოვანი;
ვ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი;
ზ) სოფ. ღულელები – სოფ. სიმონიანთხევი – დ. თიანეთი;
თ) დ. სიონი – სოფ. ბოჭორმა – დ. თიანეთი;
ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ. ალოტი – დ. თიანეთი;
კ) სოფ. წიკვლიაანთკარი – სოფ. ტუშურები – სოფ. ალაჭანი – დ. თიანეთი;
ლ) სოფ. ჩაბანო – სოფ. ახალსოფელი – დ. თიანეთი;
მ) სოფ. დორეულები – სოფ. ღულელები;
ნ) სოფ. ომარაულები – დ. სიონი;
ო) დ.თიანეთი – სოფ. ხევსურთსოფელი – სოფ. სიმონიანთხევი – სოფ. ღულელები – სოფ. ნაქალაქარი – დ.სიონი;
3.მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით უნდა შეადგენდეს არაუმეტეს:
ა) სოფ. ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი – სოფ. ხოფცა – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა;
ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;
ე) დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ. ჟებოტა – სოფ. ლელოვანი – 0,20 ლარისა;
ვ) სოფ. ღულელები – სოფ. სიმონიანთხევი – დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;
ზ) სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი – 0,70 ლარისა;
თ) დ. სიონი – სოფ. ბოჭორმა – დ. თიანეთი – 1,0 ლარისა;
ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ. ალოტი – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა;
კ) სოფ. წიკვლიაანთკარი – სოფ. ტუშურები – სოფ. ალაჭანი – დ. თიანეთი – 0,30 ლარისა;
ლ) სოფ. ჩაბანო – სოფ.ახალსოფელი – დ. თიანეთი-0 ლარისა;
მ) სოფ. დორეულები – სოფ. ღულელები – 0,20 ლარისა;
ნ) სოფ. ომარაულები – დ.სიონი – 0,30-ლარისა;
ო) დ.თიანეთი – სოფ. ხევსურთსოფელი – სოფ. სიმონიანთხევი – სოფ.ღულელები – სოფ.ნაქალაქარი – დ.სიონი – 1,0 ლარისა.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამა მოქმედებს 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 5🔗. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება 330000 (სამას ოცდაათათასი) ლარით.
მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დ. თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ-სოციალურ ცენტრთან, რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით.