ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №584 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გია მოსეშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №584
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016825
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №147 ა კორპუსთან მდებარე უსახელო სკვერისთვის 1992 წელს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გოჩა მორჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შვიდი შესახვევისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ლევან დევდარიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, კობა სერგიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას IV ქუჩისთვის, IV ჩიხისთვის და უსახელო ჩიხისთვის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავის ალბერტ ბალხამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №584 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გია მოსეშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №584
2023 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გია მოსეშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლი გია მოსეშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე