„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:
„ც) ფინანსური კონგლომერატი − „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური კონგლომერატი.“.
2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამსახური, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისა, „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს დამატებით ზედამხედველობას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის დონეზე და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს შესაბამის დაწესებულებებთან.“.
3. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები:
„ჭ) „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს დამატებითი ზედამხედველობა ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის დონეზე, აგრეთვე განახორციელოს იმავე კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი;
ხ) დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად მიიღოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები/ზომები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმავე კანონის შესაბამისად.“.
4. 211 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) დაარღვია „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 29 ნოემბერი 2023 წ. N3772-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3772-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 290000000.05.001.102117.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3772-XIIIმს-Xმპ, 29.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.102117 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5980620/