„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/465
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016833
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/465

2023 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის № 1-1/591 ბრძანებით (სსმ, www.matsne.gov.ge, 15.04.2011, 040030000.22.024.016062) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1 ) სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის გაცემასთან ან მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

1 .ა) გაცემა – 5000 ლარი;

1 .ბ) ცვლილების შეტანა - 2500 ლარი.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება უნგრეთში 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე განსახორციელებელ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.“. 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან. 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი