“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/336
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016929
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/336

2025 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის № 1-1/24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.22.024.016894) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“-„ღ“ ქვეპუნქტები:

„ქ) სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარება – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 300 ლარი;

ღ) სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარების ვადის გაგრძელება  განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში - 200 ლარი.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტომ კანონიერი საფუძვლის არსებობისას განუხილველად დატოვა განცხადება მომსახურების გაწევის თაობაზე;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებელს დაუბრუნდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“, „თ“-„კ“, „მ“-„ო“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის 80 პროცენტი, თუ განცხადების წარდგენიდან გასულია 30 კალენდარულ დღეზე მეტი და სააგენტომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განუხილველად დატოვა განცხადება მომსახურების გაწევის თაობაზე, არ დააკმაყოფილა განცხადება მომსახურების გაწევის თაობაზე ან თუ დაინტერესებული პირი წერილობით განაცხადებს უარს მომსახურებაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი