საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების
სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის
განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის
დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომ – წესი) მიზანია საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო)
მიერ გაწეული მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგებისა და მომსახურების
მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
2. წესი განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს,
ვადებს, საფასურების განაკვეთებს, მათი გადახდის და გადახდილი საფასურის
დაბრუნების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) მომსახურება – სარკინიგზო სატრანსპორტო პროცესის
შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით სააგენტოსათვის
საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც
დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედების
განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სარკინიგზო სატრანსპორტო
უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ
აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან;
ბ) საფასური – ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადარიცხული სავალდებულო
თანხა.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო
კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3. სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები,
საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთებია:
ა) უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა
რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის საქმიანობისთვის –
განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში:
ა.ა) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50 პირამდე (მცირე ზომის საწარმო) – 50 000 ლარი;
ა.ბ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50-დან 250 პირამდე (საშუალო ზომის საწარმო) – 75 000
ლარი;
ა.გ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 250 და მეტი პირით (დიდი ზომის საწარმო) – 340 000 ლარი.
ბ) უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა
რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის საქმიანობისთვის –
განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში:
ბ.ა) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50 პირამდე (მცირე ზომის საწარმო) – 50 000 ლარი;
ბ.ბ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50-დან 250 პირამდე (საშუალო ზომის საწარმო) – 75 000
ლარი;
ბ.გ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 250 და მეტი პირით (დიდი ზომის საწარმო) – 340 000 ლარი.
გ) უსაფრთხოების სერტიფიკატის ვადის
გაგრძელება რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის საქმიანობისთვის –
განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში:
გ.ა) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50 პირამდე (მცირე ზომის საწარმო) – 50 000 ლარი;
გ.ბ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50-დან 250 პირამდე (საშუალო ზომის საწარმო) – 75 000
ლარი;
გ.გ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 250 და მეტი პირით (დიდი ზომის საწარმო) – 340 000 ლარი.
დ) უსაფრთხოების სერტიფიკატის ვადის
გაგრძელება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის საქმიანობისთვის –
განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში:
დ.ა) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50 პირამდე (მცირე ზომის საწარმო) – 50 000 ლარი;
დ.ბ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50-დან 250 პირამდე (საშუალო ზომის საწარმო) – 75 000
ლარი;
დ.გ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 250 და მეტი პირით (დიდი ზომის საწარმო) – 340 000 ლარი.
ე) უსაფრთხოების სერტიფიკატის განახლება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით დადგენილი საქმიანობის ცვლილების მიზნით –
განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში:
ე.ა) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50 პირამდე (მცირე ზომის საწარმო) – 50 000 ლარი;
ე.ბ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50-დან 250 პირამდე (საშუალო ზომის საწარმო) – 75 000
ლარი;
ე.გ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 250 და მეტი პირით (დიდი ზომის საწარმო) – 340 000 ლარი.
ვ) უსაფრთხოების სერტიფიკატის განახლება ნებისმიერი სხვა მიზნით
(გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საქმიანობის
ცვლილების ან ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი მონაცემების
ცვლილების) – განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში:
ვ.ა) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50 პირამდე (მცირე ზომის საწარმო) – 5 000 ლარი;
ვ.ბ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 50-დან 250 პირამდე (საშუალო ზომის საწარმო) – 10 000
ლარი;
ვ.გ) სარკინიგზო საწარმოსთვის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა
განისაზღვრება 250 და მეტი პირით (დიდი ზომის საწარმო) – 20 000 ლარი.
ზ) უსაფრთხოების სერტიფიკატის განახლება მონაცემების ცვლილების
მიზნით –განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 500
ლარი.
თ) უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება (გარდა მისასვლელი
ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების ავტორიზაციისა) – განცხადების
ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან 5 თვის ვადაში:
თ.ა) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის, რომლის სარკინიგზო ხაზის
საექსპლუატაციო სიგრძე ნაკლებია 100 კმ-ზე – 75 000 ლარი;
თ.ბ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის, რომლის სარკინიგზო ხაზის
საექსპლუატაციო სიგრძე 100 კმ და მეტია – 340 000 ლარი.
ი) უსაფრთხოების ავტორიზაციის ვადის გაგრძელება ინფრასტრუქტურის
მენეჯერისთვის (გარდა მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების
ავტორიზაციისა) – განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში
მიღებიდან 5 თვის ვადაში:
ი.ა) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის, რომლის სარკინიგზო ხაზის
საექსპლუატაციო სიგრძე ნაკლებია 100 კმ-ზე – 75 000 ლარი;
ი.ბ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის, რომლის სარკინიგზო ხაზის
საექსპლუატაციო სიგრძე 100 კმ და მეტია – 340 000 ლარი.
კ) უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება
(გარდა მონაცემების ცვლილებისა) – განცხადების
წარდგენიდან 2 თვის ვადაში:
კ.ა) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის, რომლის სარკინიგზო ხაზის
საექსპლუატაციო სიგრძე ნაკლებია 100 კმ-ზე – 10 000 ლარი;
კ.ბ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის, რომლის სარკინიგზო ხაზის
საექსპლუატაციო სიგრძე 100 კმ და მეტია – 20 000 ლარი.
ლ) უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება ინფრასტრუქტურის
მენეჯერისთვის მონაცემების ცვლილების მიზნით – განცხადების
წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი.
მ) უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება მისასვლელი ლიანდაგის
მფლობელისთვის – განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებიდან
5 თვის ვადაში:
მ.ა) მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის, რომელიც ფლობს ერთ მისასვლელ
ლიანდაგს – 5 000 ლარი;
მ.ბ) მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის, რომელიც ფლობს ერთზე მეტ
მისასვლელ ლიანდაგს, ყოველი დამატებითი მისასვლელი ლიანდაგისთვის – 5 000
ლარი.
ნ) უსაფრთხოების ავტორიზაციის ვადის გაგრძელება მისასვლელი
ლიანდაგის მფლობელისთვის – განცხადების ადმინისტრაციულ წარმოებაში
მიღებიდან 5 თვის ვადაში:
ნ.ა) მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის, რომელიც ფლობს ერთ მისასვლელ
ლიანდაგს – 5 000 ლარი;
ნ.ბ) მისასვლელი ლიანდაგის მფლობელისთვის, რომელიც ფლობს ერთზე მეტ
მისასვლელ ლიანდაგს, ყოველი დამატებითი მისასვლელი ლიანდაგისთვის – 5 000
ლარი.
ო) უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება მისასვლელი ლიანდაგის
მფლობელისთვის (გარდა მონაცემების ცვლილებისა) –
განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში:
ო.ა) თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება არ ითვალისწინებს
დამატებითი მისასვლელი ლიანდაგის ავტორიზაციას – 1 000 ლარი;
ო.ბ) თუ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება ითვალისწინებს დამატებითი
მისასვლელი ლიანდაგის ავტორიზაციას – 5 000 ლარი.
პ) უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლება მისასვლელი ლიანდაგის
მფლობელისთვის მონაცემების ცვლილების მიზნით – განცხადების
წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი.
ჟ) მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე
დაშვება:
ჟ.ა) მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური –
100 ლარი;
ჟ.ბ) მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე განმეორებით დაშვების საფასური
– 50 ლარი.
რ) მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა – განცხადების
წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 50 ლარი;
ს) მემანქანის მართვის მოწმობის აღდგენა – განცხადების
წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 50 ლარი;
ტ) მემანქანის მართვის მოწმობის განახლება –
განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 50 ლარი;
უ) მემანქანის მართვის მოწმობის განახლება, მართვის მოწმობის
მონაცემების ცვლილების შემთხვევაში – განცხადების წარდგენიდან 1
თვის ვადაში – 50 ლარი;
ფ) პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭება –
განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 10 000 ლარი.
2. მომსახურების ვადების ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე
განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის
გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს,
ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
მუხლი 4. საფასურის გადახდის წესი
1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით
დაწესებული საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი
ოდენობით.
2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის
დაწყებამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
4. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
მუხლი 5. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით,
საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და
დადგენილ განაკვეთს შორის, საბანკო მომსახურების საკომისიოს
გათვალისწინებით. საფასურის გადამხდელის მოთხოვნით, სააგენტო უფლებამოსილია
ზედმეტად ან წინასწარ გადახდილი თანხა ჩათვალოს სხვა მომსახურების
ანგარიშში.
2. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,
გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს
მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) დაინტერესებული პირი წერილობით განაცხადებს უარს მომსახურებაზე
განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა კანონმდებლობით დადგენილ
ვადაში;
დ) სააგენტომ არ დააკმაყოფილა განცხადება მომსახურების გაწევის
თაობაზე.
3. განმცხადებელს დაუბრუნდება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“-„ვ“, „თ“-„კ“, „მ“-„ო“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
მომსახურების საფასურის 80 პროცენტი, თუ განცხადების წარდგენიდან გასულია
30 კალენდარულ დღეზე მეტი და სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, უარს აცხადებს მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების
დაკმაყოფილებაზე ან თუ დაინტერესებული პირი წერილობით განაცხადებს უარს
მომსახურებაზე.
4. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება
გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება
უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების
კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. თუ მომსახურების გაწევისას სააგენტომ დაუშვა შეცდომა, კერძოდ,
დოკუმენტი შედგენილ ან/და გაცემული იქნა არასწორი მონაცემებით,
დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის
გადახდის გარეშე.
6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ
ბრუნდება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
7. საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები
1. 2025 წლის 1 სექტემბრამდე ამ წესის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უსასყიდლოდ განხორციელდეს სარკინიგზო
საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან მატარებლის მემანქანის (მათ
შორის, დრეზინის მძღოლის) ან მემანქანე-ინსტრუქტორის პოზიციაზე 2025 წლის 1
იანვრის მდგომარეობით დასაქმებულ პირებზე.
2. 2025 წლის 31 დეკემბრამდე ამ წესის მე-3 მუხლის „ჟ.ა“ და „რ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უსასყიდლოდ
განხორციელდეს სარკინიგზო საწარმოში ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერთან,
მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
დასაქმებულ პირებზე.