„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№335/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016791
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №335/04

2023 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2013; ს/კ: 220020000.18.011.016109) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ინსტრუმენტს, მათ შორის, იმ ინსტრუმენტს, რომელიც ბუღალტრული მიზნებისთვის კლასიფიცირდება ვალდებულებად, უნდა შეეძლოს ზარალის დაფარვა წინასწარ განსაზღვრულ ამოქმედების მომენტში ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაციის ან ჩამოწერის მექანიზმით, რომლის საშუალებითაც ზარალს ფარავს მოცემული ინსტრუმენტი. ჩამოწერას ექნება შემდეგი შედეგები:

ლ.ა) ინსტრუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემცირება ლიკვიდაციის დროს;

ლ.ბ) გამოთხოვის უფლების გამოყენების დროს გადასახდელი თანხის შემცირება;

ლ.გ) ინსტრუმენტის მფლობელის მიმართ კუპონის/დივიდენდის გადახდის ნაწილობრივ ან მთლიანად შემცირება.“;

ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) კანონმდებლობა, რომლითაც რეგულირდება ინსტრუმენტის ხელშეკრულება, უნდა ითვალისწინებდეს კომერციული ბანკის რეზოლუციის შემთხვევაში რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას;

ჟ) ინსტრუმენტის ხელშეკრულება, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის პირობებს „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანების შესაბამისად.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა ინსტრუმენტის კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში.“.

2. 30-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) კანონმდებლობა, რომლითაც რეგულირდება ინსტრუმენტის ხელშეკრულება, უნდა ითვალისწინებდეს კომერციული ბანკის რეზოლუციის შემთხვევაში რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას;

ლ) ინსტრუმენტის ხელშეკრულება, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის პირობებს „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №241/04 ბრძანების შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა ინსტრუმენტის კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებში ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდგომ განხორციელებულ მატერიალურ ცვლილებაზე.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ხელშეკრულებაში განხორციელებულ მატერიალურ ცვლილებად მიიჩნევა ისეთი ცვლილება, რომელიც ხელს შეუშლის კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციას ან ცვლილება, რომელიც ეხება კაპიტალის ინსტრუმენტის სუბორდინაციას, საპროცენტო განაკვეთს, პროცენტის გადახდის სიხშირეს ან/და ოდენობას, კაპიტალის ინსტრუმენტის გამოთხოვის ან აქსელერაციის უფლებას, ჩამოწერას, კონვერტაციას, კაპიტალის ინსტრუმენტის/ხელშეკრულების ვადას და, ასევე, კაპიტალის ინსტრუმენტის ხელშეკრულებაში სხვა ნებისმიერი მატერიალური ცვლილება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა