ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2023 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, ასევე ამ წესის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლე) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
1. თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში,უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში);
დ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.
1.ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლის) გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მათი ოჯახის წევრები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის დევნილობის მოწმობის ასლი.
ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
ზ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) პაციენტმა დამატებით უნდა წარმოდგინოს: პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვ) ქორწინების მოწმობის ასლი იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სტატუსის არმქონე წევრს (მეუღლის) შემთხვევაში;
ზ) საბანკო რეკვიზიტები;
თ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
დევნილთა ოჯახების დახმარება
2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობების ადგილას.
3. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომელიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათის ნაცვლად, გაეწევათ ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილმა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო რეკვიზიტები;
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.
1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე).
2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები ;
დ) მშობლ(ებ)ის პირადობის ა და დევნილობის მოწმობის ასლ ებ ი;
ე) საბანკო რეკვიზიტები.;
ვ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ(ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
1.ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ონკოლოგიური ავადმყოფები და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არ მქონე წევრი (მეუღლე)მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.
2. მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); (ცნობა გაცემული უნდა ი ყო ს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა);
ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ(ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი;
ე) არასრულწლოვნის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ვ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;
ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
თ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანთა დახმარება
2. დახმარების მისაღებად არასრულწლოვნის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა ერედვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დასებულებიდან - „აქტიური“ სტატუსის მქონე სტუდენტის;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) საბანკო რეკვიზიტი;
ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ(ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
1. ყურის სასმენ აპარატებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, აქვთ სმენის დაქვეითება და საჭიროებენ ყურის სასმენ აპარატებს.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს ესაჭიროება ყურის სასმენი აპარატი;
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სამსახურის უფროსი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას განმცხადებელზე სოციალური დახმარების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ წესის მე-3 მუხლით და მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).
5. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაციას/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს.
სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიიღება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 დეკემბერის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge 06/12/2022; 010250020.35.147.016277) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
დანართი №1