“თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებიტ დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№109
სარეგისტრაციო კოდი
430.010.000.22.022.007.184
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 04/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.181

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №109

2005 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

,,თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ კანონის” 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,განათლების შესახებ” კანონის პირველი მუხლის ,,თ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., მუხ. 355) დამტკიცებული წესდების II თავის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის შემდეგი ნაწილი:

,,ფრიადოსან კურსდამთავრებულს უფლება აქვს გასაუბრების წესით ჩაირიცხოს და სწავლა გააგრძელოს უმაღლესი სასწავლებლის II და III კურსზე შესაბამისი სპეციალობით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამების საფუძველზე გახანგრძლივებული სპეციფიკური სასწავლო გეგმით სრული თეორიული კურსის დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩატარების შემდეგ გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი)”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია