„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №471 |
|
2023 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-6 მუხლის:
1. მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) საბაჟო საწყობიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან პირიქით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის დანიშნულებით, ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ერთი პირის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს შორის საქონლის გადაადგილებისას – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს;“. 2. 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. საბაჟო საწყობიდან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან პირიქით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის დანიშნულებით, ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ერთი პირის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებს/თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებს შორის საქონლის გადაადგილებისას შევსებული მოწმობის რეგისტრაცია „eCustoms“-ის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 06.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №471. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.017773.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №471, 06.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017773 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5991040/