„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.017340
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №157

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება მოწმობით გადაადგილებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთა ან მოწმობით გადაადგილებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში წარდგენა და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R“. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწმობის „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დოკუმენტის მონაცემებს:

ა.ა) გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ა.ბ) გზათსარგებლობის საფასურის ბარათი;

ა.გ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ პუნქტში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურში/კომპლექსში გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში).“.

2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საბაჟო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, TIR წიგნაკის 27-ე გრაფაში მიეთითება „eCustoms“-ის მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი. ამასთან, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დოკუმენტის მონაცემებს:

ა) გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ბ) გზათსარგებლობის საფასურის ბარათი;

გ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ პუნქტში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურში/კომპლექსში გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი