პრიორიტეტის - „ინფრასტრუქტურის განვითარება“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 27,852.8 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2023 წლის     გეგმა

02 00

ინფრასტრუქტურის განვითარება

27852.8

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

8793.6

02 01 01

გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია

8022

02 01 02

საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა

771.6

02 02

გარე განათება

864.4

02 02 01

გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია

303.7

02 02 02

გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა

560.7

02 03

წყლის სისტემების განვითარება

5011.4

02 03 01

სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

4584.3

02 03 02

ა(ა)იპ „დუშეთის წყლის ხელშეწყობა“

360.4

02 03 03

სარწყავი, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამგრი ნაგებობების მოწყობა-რებილიტაცია

66.7

02 04

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება

49.6

02 05

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები

5104.4

02 06

კეთილმოწყობის ღონისძიებები

3089.8

02 06 01

სპორტული მოედნების და დარბაზების მოწყობა-რეაბილიტაცია

2373.9

02 06 02

ბაღების, სკვერების, სავაჭრო პავილიონების, სარიტუალო დარბაზების,  კულტურული ობიექტების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების ცენტრების  მოწყობა-რეაბილიტაცია

177.8

02 06 03

ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელშეწყობა

538.1

02 07

სტიქიის პრევენციისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება

3977.3

02 08

სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები

962.3

პროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

დაფინანსება
ათას ლარში

02 01

8793.6

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია სხვადასხვა დასახლებებთან, მათ შორის საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. გზების რეაბილიტაციის პროცესში გაიმართება კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან, უზრუნველყოფილი იქნება ქალებისა და კაცების თანაბარი ჩართულობა. მოეწყობა გენდერულად მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება გზების ადაპტირება, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებები მოეწყობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა ობიექტებთან.

მოსალოდნელი  შედეგი

გენდერულად მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურა; საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანის (SDG) მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 3-ის ამოცანა 3.6: მუნიციპალურ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაზიანებების რაოდენობის შემცირება;

მიზანი 9-ის ამოცანა 9.1 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი

გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები

დიახ

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების მშენებლობა - რეკონსტრუქცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 01 01

8022,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

გზების დიდი ნაწილი რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო მუდმივად საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.   ქვეპროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა - რეაბილიტაცია,  როგორც გზების საფარის, ასევე ხიდებისა და სხვა საგზაო ინფრასტუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. შუახევის გზის რეაბილიტაცია, მჭადიჯვარი-ძალისის საავტომობილო გზის შეკეთება, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი აბანოსხევი-დავათის (ლაფანაანთკარი) გზის მონაკვეთის მოასფალტება, ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ბარისახოში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. ქვემო მლეთაში, ლომისასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბაზალეთის ტბასთან დასახლებულ უბანში გზის შეკეთება, ქ.დუშეთი, მილახვრიანთკარის გზის რეაბილიტაცია, ქ.დუშეთი, შალიკიანთკარის დასახლებიდან ე.წ. „კანჭისქედამდე“ გზის რეაბილიტაცია (მოასფალტება), უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ახადში ხიდის მოწყობა, ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. მენესოს გზის რეაბილიტაცია, ქ.დუშეთის შემოსასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარის მოწყობა, ქ.დუშეთში, შალვა ერისთავის II შესახვევის რეაბილიტაცია, ქ.დუშეთში ტაბიძის ქუჩის მონაკვეთზე რკ.ბეტონის საფარის მოწყობა. ქ.დუშეთში ბაჩანას ქუჩაზე დამცავი რ.ბეტონის კედლის მოწყობა, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. სეთურებში ხიდ-ბოგირის მოწყობა, სოფელ თანიაანთკარში მისასვლელი გზის მოასფალტება, ქ.დუშეთში კარიაულთ დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია (პირველი მონაკვეთი), ქ. დუშეთში მიხა ხელაშვილის ქუჩის (შალიკიანთ დასახლება) სრული რეაბილიტაცია, ქ.დუშეთში, კოსტავას ქუჩის მონაკვეთის მოასფალტება, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ციხევდავში გზის რეაბილიტაცია, სოფელ არაგვისპირში შიდა გზების რეაბილიტაცია, ჭოპორტის  ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. ბულაჩაურში მოსაცდელი ტერიტორიის რეაბილიტაცია, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრიდან ახალ გუდაურში გონდოლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია-მსენებლობა.

მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ახალი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა

დაფინანსება
ათას ლარში

02 01 02

771,6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოტაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო საგზაო ინფრასტრუქტურა მუდმივად საჭიროებს მიმდინარე შეკეთებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთება.  ზამთრის პერიოდში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა.

მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათება

დაფინანსება
ათას ლარში

02 02

864,4

პროგრამის განმახორციელებელი სამსახურები

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა და მიზანი

ღამით უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე განათების არსებული ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება, ახალი ქსელის მოწყობა. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას. გარე განათების სისტემის მოწყობა გენდერულად მნიშვნელოვანია,  რადგან გაუნათებელი ქუჩები განსაკუთრებით რისკის შემცველია ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირებისთვის. გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება ამცირებს დანაშაულის რისკებს.

მოსალოდნელი  შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი იქნება გარე განათების სისტემა და უზრუნველყოფილი იქნება გარე განათების ქსელის ფუნქციონირება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 9-ის ამოცანა 9.1 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი

გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები

დიახ

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების  ქსელის ექსპლოატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01

303,7

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;

ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება,დაზიანებული სადენების აღდგენა.

მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება გარე-განათების არსებულ ქსელზე ნათურების შეცვლა, შეკეთდება დაზიანებული და ამორტიზებული განათების ბოძები ან ჩანაცვლდება ახლით. ასევე მოხდება დაზიანებული სადენების აღდგენა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

02 02 02

560,7

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას, ფასანაური, მე-3 ქუჩის გარე განათების მოწყობას, ხეობის ა/ე სოფ. ახალციხეში გარე განათების მოწყობას, სოფელ არაგვისპირის გარე განათების  მოწყობას.

მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება გარე განათების არსებული ქსელის ელექტროენერგიით მომარაგების საფასურის გადახდა.

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემების განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

02 03

5011,4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურები

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირება გენდერულად მნიშვნელოვანია.  პრიორიტეტულია მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წლის ნებისმიერ პერიოდში.

პროგრამის  მიზანია:

- მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს სასმელი წყლის მიწოდება;
- მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს;
-  წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად.

მოსალოდნელი  შედეგი

გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მოწყობილი და გამართული წყალმომარაგების სისტემები. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 6-ის ამოცანა 6.1: 2030 წლისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომ სასმელ წყალზე საყოველთაო და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა;

მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი

გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები

დიახ

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01

4584,3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სოფლად წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული საჭიროებები და სამუშაოების განხორციელების შედეგად მოეწყობა გენდერულად მგრძნობიარე ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების  შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. სოფლად მცხოვრები ქალები მეტად არიან ჩართული შინამეურნეობის მართვაში.  უწყვეტი წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, დაეზოგებათ  დრო და შემცირდება არაანაზღაურებად შრომაში მათ ჩართულობის ხანგრძლივობა. ამასთან, წყალმომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიდემიური კრიზისების დროს, როგორიცაა COVID-19 პანდემია, როდესაც ინფექციის თავიდან აცილების ძირითადი საშუალება ჰიგიენაა, დაავადებათა რისკის შემცირება კი ისევ ქალებისთვის არის მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლებად მოუწევთ ავადმყოფთა მოვლა. ასევე სოფლებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასმელი წყლით მომარაგებას, რაც შექმნის სანიტარულ პირობებს  სააღმზრდელო და განათლების დაწესებულებებში როგორც გოგოებისა და ბიჭებისთვის, ასევე ქალი და კაცი მასწავლებლებისა და დასაქმებული პერსონალისთვის. ქვეპროგრამის  ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ცალკეული დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ არაგვისპირის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, სოფ.ჯავახიანთკარში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სოფ. ახალი ტონჩის წაყლმომარაგების სისტემის მოწყობა, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ.დავათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში,  სოფელ ჭოპორტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბიბილიანების წყალმომარაგება, ე.წ „ბიბილიანების“ დასახლებაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ქვეშეთში  და სოფ. ბედონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ბაზალეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სოფ. ბაგაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ახატნის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ჭიკაანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

მოსალოდნელი  შედეგი

სოფლებში გენდერული ასპექტების გათვალისწინებით რეაბილიტირებული და მოწყობილი წყალმომარაგების სისტემა. გაიზრდება სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება მოსახლეობის საოჯახო და საცხოვრებელი პირობები. განვითარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნული დასახლებების მაცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან სასმელი წყლის მიწოდებით.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ "დუშეთის წყლის" ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

02 03 02

360,4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი დასახლებების წყალმომარაგება. წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მოვლა-პატრონობა და შეკეთება.

მოსალოდნელი  შედეგი

მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში არსებული წყალმომარაგების სისტემების გამართული ფუნქციონირება და განვითარება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სარწყავი, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა - რეაბილიტაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 03 03

66,7

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფგარგლებში დაგეგმილია: სოფ. ანანურში სანიაღვრე ღარის მოწყობა,  ჭართლის ადიმისტრაციულ ერთეულში,  სოფ. ჭართალში სანიაღვრე არხის (ღარის) მოწყობა - რეაბილიტაცია, ქ.დუშეთში აღმაშენებლის ქ. N100. N3 საცხოვრებელ კორპუსთან სანიაღვრე არხის მოწყობა, დაბა ჟინვალში N14 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რ/ბეტონის სანიაღვრე ღარის მოწყობა.

მოსალოდნელი  შედეგი

მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში არსებული სარწყავი სისტემის, სანიაღვრე არხების გამართულად ფუნქციონირება.

პროგრამის დასახელება

კოდი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

02 04

49,6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა ჟინვალში N10 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია, დაბა ჟინვალში N2 საცხოვრებელი კორპუსის გვერდითი ფასადის ლესვა, პარაპეტის დაფარვა თუნუქით და დაბა ფასანაურში 300 არაგველის ქ.N39-ში მდებარე N2 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი  შედეგი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა.

პროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები

დაფინანსება
ათას ლარში

02 05

5104,4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში,  დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა.

მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მუნიციპალიტეტის სოფლების ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

პროგრამის დასახელება

კოდი

კეთილმოწყობის ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

02 06

3089,8

პროგრამის განმახორციელებელი სამსახურები

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურიი“

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბაღების, სკვერების, სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და სხვადასხვა კეთილმოწყობით ღონისძიებებს.

მოეწყობა გენდერულად პასუხისმგებლიანი ღია დასასვენებელი სივრცეები, სადაც მოსახლეობას, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს (შშმ პირებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, ბავშვებს და ქალებს) შეუფერხებლად შეუძლიათ ამ სივრცეებით, პარკებით, სკვერებითა და საზოგადოებრივი სივრცეებით სარგებლობა.

მოსალოდნელი  შედეგი

კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი;

მიზანი 11-ის ამოცანა 11.7: 2030 წლისათვის მუნიციპალიტეტში შეიქმნას  უსაფრთხო, ინლუზიური და ხელმისაწვდომი მწვანე და საჯარო სივრცეები, განსაკუთრებით ქალებისთვის და ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და შშმ პირებისთვის

გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები

დიახ

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული მოედნების და დარბაზების მოწყობა-რეაბილიტაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 06 01

2373,9

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: დაბა ფასანაურში, სოფ. ქვეშეთში,  სოფ. ოძისში სპორტული მოედნების მოწყობა, დაბა ფასანაურის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ინვენტარის შესყიდვა, ქ.დუშეთში სპორტკომპლექსის დასრულების სამუშაოები, სოფ. მჭადიჯვარში სპორტული მოედნის რეაბილიტაია, ქ.დუშეთში, ლადო ასათიანის ქუჩაზე (ნიშკაკლის სტადიონთან) სველი წერტილების მოწყობის სამუშაობზე.

მოსალოდნელი  შედეგი

გაუმჯობესდება არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ბაღების, სკვერების, სავაჭრო პავილიონების, სარიტუალო დარბაზების,  კულტურული ობიექტების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების ცენტრების  მოწყობა-რეაბილიტაცია

დაფინანსება
ათას ლარში

02 06 02

177,8

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ქ.დუშეთში არსებული სკვერებისთვის და ცენტრალური პარკისათვის მოსასვენებელი სკამების შესყიდვა, მაღაროსკარის ამბულატორიის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა, ლაფანაანთკარის ამბულატორიის ეზოს კეთილმოწყობა, ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახატანში სკვერის მოწყობა

მოსალოდნელი  შედეგი

ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია არსებული სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

02 06 03

538,1

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის აპარატის ხარჯების დაფინანსება. განხორციელდება სკვერების, ბაღების, სასაფლაოების, მოვლა-პატრონობის და  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სხვადასხვა კეთილმოწყობითი ღონისძიებები.

მოსალოდნელი  შედეგი

კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

პროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის პრევენციისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

02 07

3977,3

პროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის პრევენციის ღონისძიებების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების (მათ შორის, წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, ბეტონის საყრდენი კედლების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა

მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სტიქიისაგან დამცავი მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, შემცირდება სტიქიით მიყენებული ზარალის საფრთხე, განხორციელდება დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია.

პროგრამის დასახელება

კოდი

სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები

დაფინანსება
ათას ლარში

02 08

962,3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს, მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების გათვალისწინებით, შესაბამისი საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მთელ რიგ შემთხვევებში საჭიროა წინასაპროექტო კვლევების მათ შორის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შესყიდვა. ამასთან აუცილებელია სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ქ.დუშეთის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის/დოკუმენტების მომზადება და ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები.

მოსალოდნელი  შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დროულად და კვალიფიციურად მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება მაღალი ხარისხის, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნარმებს (სტანდარტებს).

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 9-ის ამოცანა 9.1: მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხარისხიანი, სანდო, მდგრადი და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთლიდღეობის ხელშესაწყობად, რომელიც იქნება ყველასათვის თანაბარად ხელმისაწვდომი;

გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები

ა