„მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,409.1 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2023 წლის გეგმა
06 00
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
2409.1
06 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
118.4
06 02
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
2281.7
06 02 01
ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება
474.0
06 02 02
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხელშეწყობა
776.3
06 02 03
ერთჯერადი სოციალური დახმარება
282.2
06 02 04
დროებით შრომისუუნარობის გამო საჯარო მოსამსახურეთა დახმარება
59.6
06 02 05
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
85.0
06 02 06
უფასო სასადილოს დაფინანსება
188.8
06 02 07
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
182.5
06 02 08
სარიტუალო მომსახურება
1.5
06 02 09
დევნილთა სოციალური დახმარება
13.0
06 02 10
პროექტის „საქმიანობათა ცენტრი დუშეთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ და "შინ მოვლის დიაკონური სამსახურის" დაფინანსება
89.9
06 02 11
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა
38.5
06 02 12
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის ხელშეწყობა
90.4
06 03
მუნიციპალური ამბულატორიების ხელშეწყობა
9.0
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
დაფინანსება ათას ლარში
06 01
118,4
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრი"
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
•გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები;
•იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა;
•იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
•პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა;
•საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა;
•მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსზე და ტუბერკულოზზე გამოკვლევები, რომლის მიზანია ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და საზოგადოებაში მისი გავრცელების პრევენცია, ასევე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19 – ის დიაგნოსტიკა. პროგრამის მოსარგებლეები არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.
მოსალოდნელი შედეგი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 3-ის ამოცანა 3.3: 2030 წლისათვის შიდს-ის ეპიდემიის და ტუბერკულოზის აღმოფხვრა და С ჰეპატიტთან, წყლით გადამდებ და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა;
ამოცანა 3.8: ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ძირითადი მედიკამენტებისა და ვაქცინების მისაწვდომობა
ამოცანა 3.გ: მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალის დაქირავების, განვითარების, ტრენინგისა და შენარჩუნების გაუმჯობესება
გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები
არა
პროგრამის დასახელება
კოდი
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
დაფინანსება ათას ლარში
06 02
2281,7
პროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამა ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე სოციალური პოლიტიკის განხორციელებას და სოციალური პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სოციალური სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
მოსალოდნელი შედეგი
გენდერულად მგრძნობიარე სოციალური პოლიტიკის განხორციელება; ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1-ის ამოცანა 1.3: მიღებული იქნას შესაფერისი ზომები, რათა 2030 წლისათვის მიღწეული იქნას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების არსებითი დაფარვის ხელშეწყობა და გაფართოება;
ამოცანა 1.4: 2030 წლისთვის უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა მამაკაცი და ქალი, განსაკუთრებით სიღარიბეში მყოფი და მოწყვლადი პირი საბაზისო მომსახურებებით
მიზანი 2-ის ამოცანა 2.1: 2030 წლისთვის დასრულდეს შიმშილი და უზრუნველყოფილი იქნას ყველა ადამიანისათვის, განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისათვის, მოწყვლადი ადამიანებისათვის, ხელმისაწვდომობა ნოყიერ და საკმარისი ოდენობის სურსათზე მთელი წლის განმავლობაში;
მიზანი 3-ის ამოცანა 3.8: ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ძირითადი მედიკამენტებისა და ვაქცინების მისაწვდომობა
გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები
დიახ
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 01
474,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ეკონომიურად გაჭირვებულ (გადახდისუუნარო) მოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება დაუფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) სამედიცინო კვლევები;
ბ)ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა;
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეები, დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები, ბავშვები, მოხუცები და ა.შ.
ქვეპროგრამის განხორციელების წესი, ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების მკურნალობის ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 02
776,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურები
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის დასახლებებიდან ქ. დუშეთამდე, ასევე დასახლებებს შორის მოქალაქეთა მგზავრობის უზრუნველსაყოფად განხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ნაწილობრივ დაფინანსებას იმ პირობით, რომ მგზავრობის ღირებულება მოქალაქეთათვის უნდა იყოს საბაზრო ფასზე დაბალი და შესაბამისად ხელმისაწვდომი მოსახლეობის ფართო ფენისათვის;
ბ) დაფინანსდება სოფ. ჩოხიდან დაბა ფასანაურამდე კვირაში 2-ჯერ, სოფ.ხორხიდან და სოფ. გუდანიდან - ქ.დუშეთამდე კვირაში ერთხელ, მოსახლეობის უფასოდ მგზავრობა.
გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში შშმ პირებისთვის გახნილ დღის ცენტრ „იალონში“ ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სადაც ბენეფიციარები უსასყიდლოდ შეძლებენ, სპეციალური, პროგრამის გამოყენებით სხვადასხვა მიმართულებით აიმაღლონ უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საბუნებისმეტყველო და გამოყენებითი საგნების ინკლუზიურ და ინტეგრირებულ სწავლებას, მათ შორის, ხატვას, ძერწვას, ქსოვას, არტ თერაპიას და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ფართო ფენისათვის.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ერთჯერადი სოციალური დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 03
282,2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი დახმარების სახით ფინანსური დახმარება გაეწევათ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის მოქალაქეებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება; უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის - პირებს, რომელთაც ითავეს გარდაცვლილის დაკრძალვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი; ოჯახებს, პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას (შეძენიდან ორი თვის ვადაში); მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, ჰემოდიალიზს დაქვემდებარებულ პირებს და სხვა.
ქვეპროგრამის განხორციელების წესი, ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით.
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი პირების და სხვა ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
დროებით შრომისუუნარობის გამო საჯარო მოსამსახურეთა დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 04
59,6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ე.წ. „საავადმყოფო ფურცელზე“ მყოფი საჯარო მოსამსახურეების დაფინანსება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოსალოდნელი შედეგი
მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად დროებით შრომისუუნარო დასაქმებულებს გაეწევათ დახმარება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 05
85,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ავადმყოფების, გაჭირვებული მოქალაქეების, ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების და სხვა ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ქვეპროგრამის განხორციელების წესი , ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა მედიკამენტების შეძენისათვის ფინანსური დახმარების გზით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
უფასო სასადილოს დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 06
188,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ "უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ბენეფიციარების დღეში ერთჯერად უფასო კვებას, ყოველდღიურად, გარდა კვირა დღისა.
მოსალოდნელი შედეგი
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ბენეფიციართა დახმარება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 07
182,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) დაზარალებულ მოსახლეობას. ქვეპროგრამის განხორციელების წესი, ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიური და სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარიტუალო მომსახურება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 08
1,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების სარიტუალო დახმარებას.
ქვეპროგრამის განხორციელების წესი , ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
დევნილთა სოციალური დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 09
13,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება.
ქვეპროგრამის განხორციელების წესი, ბენეფიციართა კატეგორიები, დახმარების ოდენობები და სხვა პირობები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
პროექტის „საქმიანობათა ცენტრი დუშეთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ და "შინ მოვლის დიაკონური სამსახურის" დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 10
89,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის „საქმიანობათა ცენტრი დუშეთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობას კატასტროფების რისკის შემცირებით, ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო სემინარები, ტრენინგები და სხვადასხვა სოციალური ღონისძიება.
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პროექტის „შინ მოვლის დიაკონური სამსახურის“ დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ხანდაზმულ და ავადმყოფ სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სამედიცინო უზრუნველყოფა, მოვლა და ჰიგიენა, საშინაო საქმეების მოგვარება და დიმენციით დაავადებული ბენეფიციარების მოვლა.
მოსალოდნელი შედეგი
ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 11
38,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“, რომლის ერთ-ერთ წევრს (დამფუძნებელს), მცხეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებთან ერთად წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტი. დაგეგმილია საინვესტიციო და ჰუმანიტარული პროექტების მოზიდვის ორგანიზება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისაგან.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობა. სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელება.
პროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 12
90,4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები) მხარდაჭერას, იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებას, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარებისა, საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობას, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებას და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას. პროგრამის ერთერთი მთავარი მიზანია დასაქმების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
პროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალური ამბულატორიების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
06 03
9,0
პროგრამის განმახორციელებელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბარისახოს ამბულატორიის სუბსიდირება, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მაღალი გამავლობის ავტომობილის საწვავის და მიმდინარე რემონტის ხარჯების დაფინანსების მიზნით.
მოსალოდნელი შედეგი
ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა.