1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 220,2 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად:

ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 118,4  ათასი ლარი;

ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის  შესახებ’’  საქართველოს  კანონებით განსაზღვრული  უფლებამოსილების განხორციელებისათვის 103,4 ათასი ლარი;

გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,5 ათასი ლარი.

2. 2022 წელს დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში დარჩენილი 3,1 ათასი ლარი მიიმართოს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“  და სამხედრო სარეზერვო სამსახურის  შესახებ“ საქართველოს  კანონებით განსაზღვრული  უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილებ