“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.03.2005 ბოლო ცვლილება 23.10.2007
ნომერი
№125
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.022.007.205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 08/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.007.205

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №125

2005 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერე­ბის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ალ. ლომაია

იურიდიული დეპარტამენტის დებულება

    თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარ­ტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.

    მუხლი 2.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვა­ნელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამ­სახუ­რებრივ ზედამხედველობას.

    მუხლი 4.

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტა­ტო ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

    თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5.

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის ორგანოებში მოსამზადებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიუ­ლი აქტების პროექტების მომზადება;

გ) სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სის­ტემის ორგანოების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზა­დება;

დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცილებისათვის ხელშეწყობა;

ე) მინისტრის ინდივიდუალური აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესა­ბამისობის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოებში;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებუ­ლი სხვა ფუნქციები და ამოცანები.

    მუხლი 6.

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულე­ბისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ნორმატიული აქტების პროექტები;

ბ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრს წარუდ­გინოს წინადადებები ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

დ) წარმოადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მინისტრის დავალებით, სათანადო მინდობილობის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოები სასამართლოში;

ე) დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, მათ შორის სასამართლოებში წარმომადგენლობის უზ­­რუნ­­ველ­­ყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის ორგანოების, დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლებისაგან კანონ­მდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ახსნა-გან­მარტებები და ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, პირ­­ველადი დოკუმენტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარ­გლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსი­ლებანი.

    თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფ­როსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 8.

დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

    მუხლი 9.

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხის­მგებე­ლია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხე­ლეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავა­ლებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარ­ტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუ­მენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულე­ბისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გა­წეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთ­ვე ნებისმიერ დროს მინისტრის დავალებით;

ზ) ორგანიზებას უზღევს ამ დებულებით დეპარ­ტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულე­ბას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარ­ტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალი­სების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოხელეე­ბის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართვე­ლოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

    მუხლი 10.

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რო­მელ­საც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის საქმიანო­ბის სფეროს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოხე­ლეების საქმიანობას;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მონაწილეობს დე­პარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

დ) დეპარტამენტის უფროსთან ერთად ზედამხედ­ველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებ­რივი მოვალეობების შესრულებას;

ე) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 11.

1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დავალე­ბებს – დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

3. დეპარტამენტის მოსამსახურის არყოფნის შემთხვე­ვაში მის ფუნქციებს დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.

4. დეპარტამენტის მოსამსახურე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაო­ზე;

გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენ­ტაციის დაცვა-შენახვაზე;

დ) ამზადებს პასუხს შემოსულ წერილებსა და განცხა­დებებზე.

5. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარ­ტამენტის დებულებით, დეპარტამენტის უფროსის სამსა­ხურებრივი დავალებებითა და საქართველოს კანონ­მდებლობით.

6. დეპარტამენტის მოსამსახურეები ანგარიშვალ­დებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

    თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 12.

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.