1. მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გადაყენებისას. განიხილავს მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ კორესპონდენციას და აძლევს შესაბამის მიმართულებებს. უფლებამოსილია ხელი მოაწეროს მერიიდან გასულ კორესპონდენციას, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“–„ა.გ“, „ბ.ა“–„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მერის უფლებამოსილებებთან.
3. მერის პირველ მოადგილეს უფლებამოსილება უჩერდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო უფლებამოსილება უწყდება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის პირველ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).
4. მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. მერის პირველი მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშ