1. მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

2. მერის მოადგილე უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების თაობაზე შემოსულ მოქალაქეთა განცხადებები და ხელი მოაწეროს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებულ წერილებს, მათ შორის საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ საგარანტიო და სხვა წერილებს.

3. მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

5. მერის მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო უფლებამოსილება უწყდება ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდება აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).

6. მერის მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისა