„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.016475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2023 წლის 13 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N44 დადგენილებაში  (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge 11/12/2017. სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.124.016264) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის (სტრუქტურული ერთეულები/სამსახურები)  მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის (მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები) :

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება. მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერის დავალებათა შესრულება.“.

ბ) მე- 7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-14 მუხლის (მერის წარმომადგენელი) მე-5 პუნქტის “ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე