საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4014-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.102188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 144-ე და 145-ე ნაწილები:

„144. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწეროს იმ პირის მიერ გადასახდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, რომელსაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე)  არ უსარგებლია, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამ ნაწილის მოქმედება პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) შესაბამისი პირი 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;

ბ) შესაბამისი პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ ისარგებლებს აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოასხამს მიწისქვეშა მტკნარ წყალს.

145. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის 144-ე ნაწილით გათვალისწინებული წესი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N4014-XIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4014-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.102188.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4014-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.102188 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6003310/