„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საკონტეინერო მოსაკრებელი.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 123 მუხლი:
„მუხლი 123. საკონტეინერო მოსაკრებელი
1. საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.
2. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
3. საქონლის გადამზიდავი თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:
ა) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;
ბ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი.“;
ბ) 177 და 178 მუხლები:
„მუხლი 177. საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება
საქონლის გადამზიდავი თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.
1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებელი სათანადო ორგანოს განსაზღვრამდე ამ მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 თებერვლამდე დადგენილებით განსაზღვროს საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N4028-XIIIმს-Xმპ |