საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №125
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,096 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 12.03.2026 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 11.06.2019 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 16.12.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 21.07.2016 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 30.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის ბრძანება  №125 2023 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ოქტომბრის №425 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის მოხალისე (შემდგომში – თავდაცვის მოხალისე) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2. თავდაცვის მოხალისის სრული დასახელება ქართულ ენაზე არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის მოხალისე“, ხოლო ინგლისურ ენაზე  „Legal Entity of Public Law  - Defence Volunteer“. 3. თავდაცვის მოხალისის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 4. თავდაცვის მოხალისე თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით. 5. თავდაცვის მოხალისე ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე თავდაცვის კოდექსით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. 6. თავდაცვის მოხალისე საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში. 7. თავდაცვის მოხალისეს აქვს დამოუკიდებელი ფინანსური ანგარიშგება, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი, ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებგვერდი და ემბლემა. 8. თავდაცვის მოხალისის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი,  გენერალ კვინიტაძის ქუჩა №20. მუხლი 2🔗. თავდაცვის მოხალისის მისია და  მიზანი 1. თავდაცვის მოხალისის მისიაა მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი. 2. თავდაცვის მოხალისის მიზნებია: ა) თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის პროცესების კოორდინაცია და საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი; გ) თავდაცვის სფეროში მოხალისეთა (შემდგომ - მოხალისე) აღრიცხვა და რეესტრის წარმოება, მოხალისის საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, მოხალისეთა ორგანიზაციის დაფუძნება და მართვაში მონაწილეობა, მოხალისეობრივი ღონისძიების (მათ შორის, ტრენინგების და კონფერენციების) დაგეგმვა/განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. თავდაცვის მოხალისის ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. თავდაცვის მოხალისის ფუნქციები და საქმიანობის საგანია: ა) ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას; ბ) უზრუნველყოს სამხედრო-პატრიოტული, სალაშქრო და შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, სამხედრო-ისტორიული თემატიკის მომზადება; გ) განისაზღვროს დამფუძნებლად და გააფორმოს ხელშეკრულება მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან; დ) დაგეგმოს ან/და განახორციელოს  სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მოხალისეობასთან დაკავშირებით;   ე) გააფორმოს მოხალისეობითი ხელშეკრულება მოხალისესთან; ვ) მოხალისეზე გასცეს მოხალისის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; ზ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ თავდაცვის კოდექსისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებით სარგებლობას და ფულადი სახსრების ხარჯვას; თ) მონაწილეობა მიიღოს მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით; ი) აწარმოოს მოხალისეთა რეესტრი; კ) მოხალისეთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, განახორციელოს მოხალისის საქმიანობის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი; ლ)  დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით უფლებამოსილია აწარმოოს დამხმარე საქმიანობა; მ) მიიღოს გრანტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან, ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს თავდაცვის მოხალისე ახორციელებს სამინისტროსთან შეთანხმებით. მუხლი 4🔗. თავდაცვის მოხალისის ხელმძღვანელობა 1. თავდაცვის მოხალისეს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). 2. დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით. 3. დირექტორის მოადგილეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისა. 4. დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5🔗.  დირექტორი 1. დირექტორი: ა) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში ხელმძღვანელობს, მართავს თავდაცვის მოხალისეს და პასუხისმგებელია თავდაცვის მოხალისის  საქმიანობაზე; ბ) წარმოადგენს თავდაცვის მოხალისეს მესამე პირებთან ურთიერთობაში, თავდაცვის მოხალისეს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამტკიცებს  თავდაცვის მოხალისის  შინაგანაწესს; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს თავდაცვის მოხალისის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელს; ე) ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას, ამტკიცებს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას და აკონტროლებს მათ შესრულებას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მოხალისის თანამშრომლებს (გარდა სამხედრო პერსონალისა), ხოლო თავდაცვის მოხალისის სამხედრო პერსონალს, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი; ზ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეს დადგენილი წესით წარადგენს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით; თ) იღებს გადაწყვეტილებას თავდაცვის მოხალისის თანამშრომლების (სამოქალაქო/სამხედრო) ქვეყნის შიგნით  და თანამშრომლების (სამოქალაქო) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების შესახებ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს; ი) იღებს გადაწყვეტილებას თავდაცვის მოხალისის თანამშრომლების (სამოქალაქო/სამხედრო) შვებულებაში გაშვების და მათი შვებულების შეწყვეტის  (მათ შორის, ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო) შესახებ; კ) იღებს გადაწყვეტილებას თავდაცვის მოხალისის თანამშრომლის დროებით არყოფნის შემთხვევაში, სხვა თანამშრომელზე მისი უფლება-მოვალეობის დაკისრების/შეწყვეტის შესახებ; ლ) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს თავდაცვის მოხალისის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყოფის შესახებ; მ) იღებს გადაწყვეტილებას თავდაცვის მოხალისის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; ნ) თავდაცვის მოხალისის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები, სამუშაო ჯგუფები, საბჭოები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი; ო) სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია განახორციელოს თავდაცვის მოხალისის შტატით განსაზღვრული პერსონალისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, თავდაცვის მოხალისისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში; პ) მართავს თავდაცვის მოხალისის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; ჟ) ამტკიცებს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას და აკონტროლებს მათ შესრულებას; რ) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. დირექტორი უფლებამოსილია, სამინისტროსთან შეთანხმებით, მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილების დელეგირება დირექტორის მოადგილისათვის ან თანამშრომლისთვის. მუხლი 6🔗. დირექტორის მოადგილე 1. დირექტორის მოადგილის საკურატორო სფერო მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. დირექტორის მოადგილე თავდაცვის მოხალისის ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) განიხილავს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ თავდაცვის მოხალისეში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვის მოხალისის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ანაწილებს დავალებებს მასზე დაქვემდებარებულ თავდაცვის მოხალისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და ზედამხედველობს მათ მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულებას; ე) კომპეტენციის ან/და დელეგირების ფარგლებში ახორციელებს თავდაცვის მოხალისეში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ თავდაცვის მოხალისის საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დირექტორთან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორის დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. მრჩეველთა საბჭო 1. თავდაცვის მოხალისეს ჰყავს საკონსულტაციო ორგანო - მრჩეველთა საბჭო. 2. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს დირექტორი. 3. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს თითოეული მოხალისეთა ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი. 4. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა დირექტორი. 5. მრჩეველთა საბჭო იკრიბება დირექტორის გადაწყვეტილებით. 6. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. 7. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს თავმჯდომარე. 8. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციაა დირექტორისთვის მოხალისეობის განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. მუხლი 8🔗. თავდაცვის მოხალისის სტრუქტურა 1. თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) მოხალისეებთან ურთიერთობების სამსახური; გ) ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახური; დ) ანალიზისა და მონიტორინგის სამსახური; ე) სოციალური მედიის სამსახური; ვ) ფინანსების მართვის სამსახური; ზ) შესყიდვების სამსახური; თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ი) იურიდიული სამსახური; კ) ლოჯისტიკის სამსახური; ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური. 2. ადმინისტრაციული სამსახური: ა) წარმართავს თავდაცვის მოხალისის  საერთაშორისო ურთიერთობებს; ბ) მართავს თავდაცვის მოხალისის მიერ განსახორციელებელ და მიმდინარე პროექტებს; გ) ახორციელებს თავდაცვის მოხალისის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას; დ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საქმის წარმოებას და არქივის მართვას; ე) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საიდუმლო საქმისწარმოებას; ვ)  უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 3. მოხალისეებთან ურთიერთობების სამსახური: ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ მოხალისეთა ორგანიზაციებთან თავდაცვის მოხალისის ურთიერთობას; ბ) ხელს უწყობს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას; გ) გეგმავს ან/და ახორციელებს სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს მოხალისეობასთან დაკავშირებით; დ) გეგმავს და ახორციელებს მოხალისეთათვის სამხედრო სწავლებებსა და შემეცნებით ღონისძიებებს; ე) უზრუნველყოფს მოხალისეთა აღრიცხვას და მოხალისეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხალისეთა რეესტრის წარმოებას; ვ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლობას მოხალისეთა ორგანიზაციის დაფუძნებისას; ზ) მონაწილეობს მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში ამ ორგანიზაციასთან  გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; თ) მოხალისეთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ახორციელებს მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციას, მართვას და კონტროლს;  ი) ახორციელებს მოხალისეთა ორგანიზაციების აღრიცხვას და მონიტორინგს; კ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან  ხელშეკრულების გაფორმებას; ლ) ახორციელებს მოხალისეობით ხელშეკრულების გაფორმებას მოხალისესთან; მ) მოხალისეზე გასცემს მოხალისის დამადასტურებელ მოწმობას, ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან შეთანხმებით. 4. ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახური: ა) მოხალისეობრივ თემატიკაზე შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო და საკვალიფიკაციო კურსებს და პროგრამებს; ბ) თავდაცვის მოხალისის პერსონალს და მოხალისეებს უზრუნველყოფს შესაბამისი განათლებით; გ) კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს და ახორციელებს სამხედრო-პატრიოტულ, სალაშქრო და შემეცნებით ღონისძიებებს. 5. ანალიზისა და მონიტორინგის სამსახური: ა) მონიტორინგს უწევს მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებისა და ფულადი სახსრების ხარჯვას; ბ) თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის მოხალისის განვითარების სტრატეგიას და ახორციელებს შესაბამის სამოქმედო გეგმების და პროგრამების კოორდინაციას; გ) მონიტორინგს უწევს და აფასებს სტრატეგიისა  და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულებას, ამზადებს მონიტორინგის ანგარიშებს; დ) ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას. 6. სოციალური მედიის სამსახური: ა) თავდაცვის მოხალისის საქმიანობის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის მიზნით შეიმუშავებს სოციალური მედიის პლატფორმების მართვის სტრატეგიას; ბ) მართავს სოციალური მედიის პლატფორმებს; გ) შეიმუშავებს სოციალური მედიაპლატფორმებისთვის მორგებულ ტექსტებს და ვიზუალურ მასალას; დ) უზრუნველყოფს შეთანხმებული მასალის განთავსებას შესაბამის პლატფორმებზე; ე) მონაწილეობს სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ კითხვებზე პასუხის დაბრუნების პროცესში. 7. ფინანსების მართვის სამსახური: ა) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის  საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და ბუღალტრული საქმიანობის წარმართვას; ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საბიუჯეტო სახსრებისა, საკუთარი შემოსავლების, გრანტების და სხვა ნებისმიერი შემოსავლების დაგეგმვას; გ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას. 8. შესყიდვების სამსახური: ა) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას; ბ) ახორციელებს შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზებას, კოორდინაციას და წარმართვას, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადებას. 9. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური: ა) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პერსონალის (საშტატო-საორგანიზაციო) დაგეგმვას; ბ) უზრუნველყოფს  პერსონალის მოზიდვას, შერჩევას და შერჩევის მიზნით საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობას; გ) ახორციელებს თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მოხელის კლასის მინიჭება/გათანაბრება, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება/გათანაბრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) ახორციელებს სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციას, შედეგების შეჯამებას და ანგარიშგებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ვ)   უზრუნველყოფს პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოებას და მართვას; ზ) ახორციელებს სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვას (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრას, საჭიროებების გამოვლენას და შეფასების უზრუნველყოფას. 10. იურიდიული სამსახური: ა) უზრუნველყოფს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებას; ბ) თავდაცვის მოხალისის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს; გ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლობას და ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე. 11. ლოჯისტიკის სამსახური: ა) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვას და ინვენტარიზაციას; ბ) ხელს უწყობს თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 12. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური: ა) ახორციელებს კომპიუტერული ქსელის სისტემების მართვის უზრუნველყოფას; ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის ვებგვერდის და მოხალისეთა ელექტრონული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მუხლი 9🔗. თავდაცვის მოხალისის  თანამშრომლები და შრომის ანაზღაურება 1. თავდაცვის მოხალისე უფლებამოსილია დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ჰყავდეს ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. 2. თავდაცვის მოხალისის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) წოდებრივ სარგოს; გ) ფულად ჯილდოს; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს და კომპენსაციებს. 3. თავდაცვის მოხალისეში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. თავდაცვის მოხალისის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად თავდაცვის მოხალისეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. თავდაცვის მოხალისის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. 3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 11🔗.  თავდაცვის მოხალისის  დაფინანსების წყაროები 1. თავდაცვის მოხალისის  დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები; ბ) გრანტები/დონორისგან მოზიდული თანხები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება თავდაცვის მოხალისის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 12🔗. თავდაცვის მოხალისის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. თავდაცვის მოხალისემ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, ქონების  გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება თავდაცვის მოხალისის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. თავდაცვის მოხალისეს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს თავდაცვის მოხალისის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 13🔗. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება 1. თავდაცვის მოხალისე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და წარუდგინოს სამინისტროს. 2. სამინისტროს შეუძლია დანიშნოს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც შეამოწმებს თავდაცვის მოხალისის   ფინანსურ ანგარიშგებას. მუხლი 14🔗.  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია თავდაცვის მოხალისის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 15🔗. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება თავდაცვის მოხალისის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.