„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016613
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2023 წლის 19 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუ­მის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში (გამოქ­ვეყ­ნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თა­რიღი: 01/09/2014, სა­რეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016215) შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბა და  დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტები:

„ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპა­ლუ­რი სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;

ბ.ვ) უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლე­სო­ბით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლე­ბელია, თუ მას გავლილი აქვს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვით­მმართ­ველობის კოდექსი“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები;“.

ბ) „დ“ ქვეპუნქტს „დ.დ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის „დ.დ2“ ქვეპუნქტი:

„დ.დ​2) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით დებს ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ;“.

გ) „დ“ ქვეპუნქტს „დ.ჟ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის „დ.რ“ ქვეპუნქტი:

„დ.რ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“.

დ) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.დ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განა­შენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“.

ე) „ე“ ქვეპუნქტს „ე.დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის „ე.დ1“ და „ე.დ2“ ქვეპუნქტები:

„ე.დ​1) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმას;

ე.დ​2) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ  ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას;“.

ვ) „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს, მათ შორის, საბჭოებს, კომისიებს და სამუშაო ჯგუფებს;“.

ზ) „ე.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.თ) მშენებლობის ნებართვის სფეროში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) „ე.ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ი) „ე.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას გარე რეკლამის განთავსების ნებართვის, ასევე გარე ვაჭრობისათვის საზო­გადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე