„ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №493 |
|
2023 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები“.
2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისთვის გამიზნული ნერგების (შემდგომში – ნერგები) ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ნერგების ფიტოსანიტარიული რეესტრის წარმოების პროცედურებსა და ნერგების ბაზარზე განთავსების პირობებს.“.
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.“.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ნერგების ბაზარზე განთავსებას, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიულ რეესტრში (შემდგომში – ფიტოსანიტარიული რეესტრი).“.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ფიტოსანიტარიული რეესტრი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმწოდებლის სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) მიმწოდებლის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებული საქმიანობა; შენობა-ნაგებობების მისამართი და ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალის ან ნერგების ძირითადი გვარები და სახეობები;
გ) სარეგისტრაციო ნომერი ან კოდი.“.
6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-9 პუნქტები:
„7. მიმწოდებელმა თავის საქმიანობაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე უნდა აცნობოს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფიტოსანიტარიულ რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.
8. ფიტოსანიტარიულ რეესტრში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე უნდა ეცნობოს მიმწოდებელს.
9. თუ მიმწოდებელი აღარ ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებულ საქმიანობას, მიმწოდებელი ამოღებული უნდა იქნეს ფიტოსანიტარიული რეესტრიდან.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №493. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.024326.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალისა და ხილის წარმოებისათვის გამიზნული ნერგების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №493, 18.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024326 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6007302/