„საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№468
სარეგისტრაციო კოდი
010240020.10.003.024301
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №468 

2023 წლის 4 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საინვესტიციო/ კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2023, 010240020.10.003.023898) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის − „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის“:

1. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროექტის საბოლოო შერჩევა − საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის განხორციელების ან არგანხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“.

2. მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამუშაო ჯგუფი, პროექტების წინასწარ შეფასებაზე მუშაობის დასრულების შემდგომ, ამზადებს შეხვედრის შემაჯამებელ ოქმს სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელიც ამ პროექტებთან დაკავშირებული ძირითადი დაშვებებისა და ფინანსურ-ეკონომიკური გაანგარიშებების გარდა მოიცავს პროექტების საბოლოო შერჩევის მიზნით შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებულ ქულებს, ასევე პროექტების წინასწარი შეფასების სამუშაო ჯგუფის პოზიციას:

ა) ვეთანხმები წარმოდგენილ პროექტს:

ა.ა) საშუალო კატეგორიის პროექტის განხორციელების /არგანხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფი. ამასთან, სპეციფიკური შინაარსის მქონე საშუალო კატეგორიის პროექტი შესაძლებელია, აისახოს ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინოს ეკონომიკურ საბჭოს;

ა.ბ) მსხვილი კატეგორიის პროექტი გადადის საინვესტიციო/ კაპიტალური პროექტების მართვის შემდეგ ეტაპზე, აისახება ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინება ეკონომიკურ საბჭოს;

ბ) არ ვეთანხმები წარმოდგენილ პროექტს:

ბ.ა) მხარჯავი დაწესებულების თანხმობის შემთხვევაში პროექტის განხილვა წყდება;

ბ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, პროექტი გადადის საინვესტიციო/ კაპიტალური პროექტების მართვის შემდეგ ეტაპზე, აისახება ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინება ეკონომიკურ საბჭოს.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამუშაო ჯგუფი აანალიზებს პროექტების კონცეფციის ბარათებს, ხარჯთსარგებლიანობის შეფასებებსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტების დასაფინანსებლად საჭირო სახსრების მოცულობას არსებულ ფისკალურ რესურსთან მიმართებით  და ამზადებს დასკვნას საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელსაც წარუდგენს ეკონომიკურ საბჭოს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით:

ა) მსხვილი კატეგორიის პროექტები აისახება ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინება ეკონომიკურ საბჭოს;

ბ) საშუალო კატეგორიის პროექტი, სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია აისახოს ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინოს ეკონომიკურ საბჭოს.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეკონომიკური საბჭოს და/ან სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები აისახება ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტსა და შესაბამისი წლის ბიუჯეტში. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი ასევე მოიცავს აღნიშნული საინვესტიციო/ კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2023.
როდის იქნა მიღებული „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №468. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.10.003.024301.
რამდენი მუხლისგან შედგება „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №468, 04.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.024301 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5987105/