„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.158.016613
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2023 წლის 18  დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21/11/2017, 010250040.35.158.016373) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს ცვლილებები:

მუხლი 1
1. მუხლი 16. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად.

2. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორცილებასთან (საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს ფრაქციებში, კომისიების მუშაობაში მონაწილობის მიღება და მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები) დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 1250 ლარს.

3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:

ა) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 480 ლარის ოდენობისა, ფორმა №1-ის შესაბამისად;

ბ) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 380 ლარის ოდენობისა, ფორმა №2-ის შესაბამისად;

გ) საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ფრაქციების სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 380 ლარის ოდენობისა, ფორმა №3-ის შესაბამისად.

დ) საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს ფრაქციის წევრი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 380 ლარის ოდენობისა, ფორმა №4-ის შესაბამისად.

4. ამ დადგენილების მესამე მუხლის „ა“, „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვისას, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი აწარმოებს ოქმს(მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობის ასახვა).

5. საკრებულოს აპარატი, საკრებულოს წევრის მიერ განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმას, საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა საკრებულოს ფრაქციების სხდომებში ფაქტობრივი დასწრების მონაცემების და საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების(ფორმა №1; №2; №3, №4) საფუძველზე, კალენდარული თვის დასრულებიდან არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა, წარუდგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ფორმა №5-ის შესაბამისად.

6. საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს ფორმა №5-ს და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

7. საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდება ყოველთვიურად.

8. საკრებულოს   წევრის  უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის  დამადასტურებელი  პირველადი  დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულო არ არის.

9. საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული  სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 100 (ასი) ლარი , ხოლო კომისიის სხდომების  არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი)  ლარი. 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი