ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14/43
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,630 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 იფანი ჩვეულებრივი
2 იფანი გრძელფოთოლა
3 ცაცხვი კავკასიური
4 ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)
5 ცაცხვი უნგრული
6 ნეკერჩხალი მინდვრის
7 ნეკერჩხალი მაღალმთის
8 ნეკერჩხალი - ქორაფი
9 ნეკერჩხალი - ლეკა
10 ნეკერჩხალი შაქრის
11 წითელი ტყემალი
12 მაღალმთის მუხა
13 არყის ხე
14 მტირალა არყის ხე
15 რადეს არყის ხე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.12.2023 კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.12.2023 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.01.2024 ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.12.2023 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №14/43 2023 წლის 18 დეკემბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (N2738-XIმს-Xმპ; 04.04.2023) პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“,  „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2  პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“,  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“   დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა დანართი №1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია № სახელწოდება ქართულად სახელწოდება ლათინურად ღეროს გარშემოწერილობა (სანტიმეტრი) სიმაღლე (მეტრი) 1 იფანი ჩვეულებრივი Fraxinus excelsior 14 სმ-დან 3 - 5.5 მ. 2 იფანი გრძელფოთოლა Fraxinus coriariaefolia 3 ცაცხვი კავკასიური Tilia caucasica 4 ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა) Tilia cordata 5 ცაცხვი უნგრული Tilia tomentosa 6 ნეკერჩხალი მინდვრის Acer campestre 7 ნეკერჩხალი მაღალმთის Acer trautvetteri 8 ნეკერჩხალი - ქორაფი Acer cappadocicum 9 ნეკერჩხალი - ლეკა Acer platanoides 10 ნეკერჩხალი შაქრის Acer saccharum 11 წითელი ტყემალი Prunus cerasifera 'Pisardii' 12 მაღალმთის მუხა Quercus macranthera 13 არყის ხე Betula alba 14 მტირალა არყის ხე Betula pendula 15  რადეს არყის ხე Betula raddeana 16 ლიტვინოვის არყის Betula Litwinowii 17 ჰიმალაის კედარი Cedrus deodara 18 კავკასიური ფიჭვი Pinus sylvestris var. hamata 19 ჩვეულებრივი ფიჭვი pinus sylvestris 20 ვერცხლისფერი ნაძვი Picea pungens 21 ევროპული ნაძვი  Picea excelsa 22 აღმოსავლეთის ნაძვი Picea orientalis 23 ლარიქსი Larix sibirica 24 ერთფერა სოჭი Abies concolor 25 ესპანური სოჭი Abies pinsaro 26 ზღვისპირა ფიჭვი Pinus pinaster 27 ელდარის ფიჭვი Pinus eldarica 28 ბიჭვინთის ფიჭვი Pinus pytiusa 29 ჰალეპოს ფიჭვი Pinus halepensis 30 იტალიური ფიჭვი Pinus pinea 31 კავკასიური სოჭი Abies nordmanniana 32 კვიპაროზი მარადმწვანე პირამიდალური Cupressus sempervirens pyramidalis 33 კვიპაროზი მარადმწვანე ჰორიზონტალური Cupressus sempervirens horizantalis 34 არიზონული კვიპაროზი Cupressus arizonica 35 ლეილანდიის კვიპაროზი cupressus leylandii 36 ჰიმალაის მელია Melia azedarach 37 გინკო ბილობა Ginkgo Biloba 38  იმერული მუხა Quercus imeretina 39 ქართული მუხა Qurcus macranthra 40 ძელქვა Zelkova carpinifolia 41 მაგნოლია Magnolia grandiflora 42 ხეტიტა Liriodendron tulipifera 43 ცხენისწაბლი Aesculus hippocastanum 44 მტირალა ტირიფი Salix babilonica 45 ნეკერჩხალი დიადი ბოყვი Acer velutinum 46  კოლხური მუხა Quercus hartwissiana 47 მტირალა ტირიფი Salix babylonica 48 აკაკი კავკასიური Celtis caucasica 49 აკაკი სამხრეთული Celtis australis 50 არღავანი ( იუდას ხე) cercis siliquastrum 51 საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა Pistacia mutica 52 ქაფურის ხე Cinnamomum camphora 53 ეუკომია eucommia ulmoides 54 ტირიფფოთოლა ევკალიპტი Eucalyptus viminalis 55 ვერცხლისფერი ევკალიპტი Eucalyptus cinerea 56 პალმა ფინიკის Phoenix dactylifera 57 მარაოსებრი პალმა Trachycarpus fortunei № ბუჩქები, მცირე ზომის ხეები 58 ფოტინია Photinia serulata Red robini /-/ 1 მ-დან 59 პალმისებური ნეკერჩხალი Acer palmatum 60 იაპონური ნეკერჩხალი Acer japonica 61 იაპონური აუკუბა Aucuba japonica 62 ტუნბერგის კოწახური Berberis thunbergii 63 ნაზი კოწახური Berberis levis 64 კალისტემონი Callistemon speciosus 65 მანდარინი Citrus reticulata - 66 მანდარინი Cornus controversa 67 ტირიფფოთოლა გრაკლა Spiraea salicifolia 0.8 მ-დან 68 იაპონური გრაკლა Spiraea japonica 69 დიდფოთოლა აბელია Abelia grandiflora 70 ბუდლეა Buddleja davidii 1.2 მ-დან 71 იელი Rhododendron luteum 1 მ-დან 72 ინდური როდოდენდრონი Rhododendro indica 73 ევროპული ჭყორი Ilex aquifolium 74 კოლხური ჭყორი, ბაძგი Ilex colchica 0.8 მ-დან 75 თაგვისარა Ruscus aculeatus 0.5 მ-დან 76 თაგვისარა კოლხური Ruscus colchica დანართი №2  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3.  გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს. 2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები: ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები. გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე. დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე. ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს. ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად. მუხლი 3🔗. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი  1.განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 2.გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით; ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი; დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი; ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება; ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 3.გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან. 4.გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას. 5.მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს; ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით; 6.მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი; ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა; გ) კვლევის ჩატარების მეთოდი; დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე; ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია; ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას; ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;  თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი; ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები. მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი 1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს; ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას; გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი; ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი; გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ; ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა; ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით. მუხლი 5🔗. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი. 2.დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა; ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ; გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.