1. საჩივრის განხილვის შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა და მის პირად საქმეს დაერთვება.
2. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს.
3. საჩივართან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
4. საჩივრის განხილვის შედეგები შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობე