1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით მოითხოვოს სამსახურის სოციალური მუშაკის კონსულტაცია.

2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.

3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, არ ესმის სამართალწარმოების ენა, უფლება აქვს, ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურ