1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს ის უფლებები, რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნა რეგისტრირდება პენიტენციურ დაწესებულებაში. მას გადაეცემა მოთხოვნის რეგისტრაციის ნომერი.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. იგი ვალდებულია ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით, 5 დღის ვადაში უპასუხოს.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყო