1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესები და პირობები, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და შეასრულოს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ან სხვა პირის ქონებას და არ დააზიანოს ის;

გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;

დ) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები სათანადოდ გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში;

ე) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, საწოლი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი;

ვ) სურვილის შემთხვევაში იმუშაოს მხოლოდ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

ზ) არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება.

თავი XVII

ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნა და საჩივა