1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს/ მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზ