1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. თუ ფულადი გზავნილი ნაღდი ფულის სახით არის გამოგზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ამანათი და ფულადი გზავნილი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე.

3. ამანათის მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს − თვეში ოთხჯერ.

4. ამანათი მიიღება მხოლოდ სრულწლოვანი პირისგან.

5. ამ დებულების №2 დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის მიღება შეიძლება აგრეთვე ფოსტის მეშვეობით.

6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.

7. ამანათის მიღება ხდება საამისოდ გამოყოფილ შენობაში, სადაც გამოიკვრება იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი, რომელთა შენახვის, გამოყენების ამანათით მიღებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს (დანართი №2 და №3).

8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის კვების პროდუქტები, ნივთები და საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების №2 და №3 დანართებით.

9. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს გამონაკლის შემთხვევაში ამანათის სახით მიიღოს მედიკამენტი. მედიკამენტი უნდა იყოს სააფთიაქო წესით შეფუთული და თან უნდა ახლდეს ექიმის დანიშნულება, რის შემდგომაც მედიკამენტის დაწესებულებაში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების მთავარ ექიმთან წერილობით შეთანხმებით.

10. ამანათის მიმტანი პირი დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში იღებს რიგის ნომერს.

11. დაუშვებელია დაწესებულებაში ამანათის მიმტანი პირის ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა), აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება.

12. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს №8/№9 განყოფილების (შემდგომ – №8/№9 განყოფილება) მოსამსახურე უფლებამოსილია, ამანათის მიმტანი პირის ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს ამ პირს სპეციალური შემოწმების გავლა. თუ იგი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, №8/№9 განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში არ დაიშვება ამანათის გასაგზავნად.

13. №8/№9 განყოფილების მოსამსახურე ამანათის მომტან პირს განუმარტავს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შესავსებ ფორმას (დანართი №6), რომელიც ივსება ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი და მისი მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა №8/№9 განყოფილების მოსამსახურეს.

14. №8/№9 განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადებაში (დანართი №6) მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დანართი №2).

15. №8/№9 განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან, რის შემდეგაც ახორციელებს ნივთების აწონვასა და დათვალიერება-შემოწმებას ამანათის მომტანი პირის თანდასწრებით.

16. ამანათის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.

17. №8/№9 განყოფილების მოსამსახურე ამანათის მიღების შემდეგ უბრუნებს ამანათის მიმტან პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

18. ამანათი არ მიიღება თუ:

ა) ბრალდებული/მსჯავრდებული გათავისუფლდა;

ბ) ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებიდან გაყვანილია/გადაყვანილია 3 დღეზე მეტი ვადით;

გ) ბრალდებული/მსჯავრდებული გადაყვანილია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში;

დ) ბრალდებული/მსჯავრდებული გარდაიცვალა;

ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა პირადად მიიღოს ამანათი ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ;

ვ) ამანათი აჭარბებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ზღვრულ წონას;

ზ) ამანათი გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით, გარდა ამ დებულების №2 დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთისა;

თ) ამანათის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ი) ამანათის მიმტანი პირი არასრულწლოვანია;

კ) არასწორად არის შევსებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადება ამანათის მიღების თაობაზე;

ლ) არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი უარი ამანათის მიღების თაობაზე;

მ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის სახით დაკისრებული აქვს ამანათის მიღების შეზღუდვა.

19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ამანათი უბრუნდება ამანათის მომტან პირს, ხოლო ამანათის ფოსტის მეშვეობით გამოგზავნისას გამომგზავნ პირს მისივე ხარჯით, დაბრუნების მიზეზის მითითებით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია ამანათი შესანახად გადაეცემა დაწესებულების საწყობს ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.

20. იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის მიღებისას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის, გაითვალისწინება მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.

21. ამანათი მოწმდება რენტგენული დანადგარის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით. რენტგენული დანადგარით შემოწმებისას ამანათში აკრძალული ნივთის არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ამანათი მოწმდება ამ მუხლის 22-ე პუნქტით დადგენილი წესით.

22. თუ დაწესებულებაში არ არის რენტგენული დანადგარი, რენტგენში გამოჩნდა საეჭვო ნივთი ან/და არსებობს ეჭვი ამანათში აკრძალული ნივთის არსებობის თაობაზე, ამანათი იხსნება და მოწმდება ამანათის მიმტანი პირის (მისი არსებობის შემთხვევაში) სავალდებულო დასწრებით. ნივთები და საკვები პროდუქტები მოწმდება გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი დათვალიერდება გულდასმით შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერება, მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.

23. დაწესებულებაში ფოსტის მეშვეობით მიღებული ამანათი მოწმდება ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით დადგენილი წესით.

24. ამანათის შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების, კერძოდ, ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანებისა და თავსაბურავების გამოყენებით. ყოველი მორიგი ამანათის შემოწმების შემდგომ №8/№9 განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.

25. ამანათის შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთი, რომლის შენახვა და გამოყენება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამოიღება და ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად უბრუნდება ამანათის მომტან/გამომგზავნ პირს, შესანახად გადაეცემა დაწესებულების საწყობს ან ნადგურდება.

26. ამანათის შემოწმებისას იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (დანართი №1) დაუყოვნებლივ ეცნობება №8/№9 განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, დაწესებულების დირექტორს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს და ამავე მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებით. №8 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს №8 განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო №8 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − განყოფილების უფროსი ინსპექტორი, ხოლო №9 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობას ასრულებს №9 განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

27. ამანათის შემოწმებისას №8/№9 განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №13).

28. ამანათის შემოწმების შემდეგ თუ აღმოჩენილი არ არის აკრძალული ნივთი, ამანათი ილუქება №8/№9 განყოფილების მოსამსახურის მიერ და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ხდება მისი გადატანა შესაბამის სპეციალური საკნის ტერიტორიაზე, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადასაცემად.

29. ამანათის იხსნება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სავალდებულო დასწრებით, რის შემდეგაც მას ამანათი გადაეცემა, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადებას (დანართი №6). თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

30. ამანათი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან 3 დღემდე ვადით გაყვანის/გადაყვანის, დაწესებულების დროებით დატოვების ან მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში − მისი დაბრუნებისთანავე.

31. ამანათი, რომელიც მოსულია იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.

32. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის შემცველობის შენახვას. ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე დაწესებულებას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

33. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათით მიღებულ ნივთებს აღრიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, რაზეც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.

34. ბრალდებული/მსჯავრდებული ამანათის გაგზავნას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურის დახმარებით.

35. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი ამანათი მოწმდება ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით დადგენილი წესით.

36. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზ