1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია აკრძალულია.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება პენიტენციური კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად.
4. მსჯავრდებულს (გარდა პენიტენციური კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა – განსაკუთრებით საშიში პირებისა, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ) შეიძლება მიეცეს ვიდეოპაემნის უფლება პენიტენციური კოდექსის 123-ე მუხლის შესაბამისად.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება შეეცვალოს პაემანი ამ დებულების 47-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული წესით.
6. ბრალდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება და ხანგრძლივი პაემნის უფლება. არასრულწლოვან ბრალდებულს აღნიშნული უფლება აგრეთვე შეიძლება შეეზღუდოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
7. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს პაემნის უფლება.
8. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის პაემანი აკრძალული