1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ, თუ ამ დაწესებულებას აქვს მისი დასაქმების შესაძლებლობა.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.

4. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

5. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია, განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.

6. ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსთვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. მას ხელფასის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებ