1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად.

2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლა