1. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა;

ვ) გარდაცვალება.

2. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს:

ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;

ბ) სამსახურში მისაღებად დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;

გ) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი დოკუმენტის არქონის გამო;

დ) სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის/გაუქმების ან შტატების შემცირების გამო;

ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ვ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;

ზ) ერთჯერადად განზრახ ან გაუფრთხილებლობით სამსახურებრივი მოვალეობის ან/და მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო;

თ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;

ი) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

ლ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;

მ) პირადი პატაკის საფუძველზე;

ნ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

ო) სერტიფიკატის განუახლებლობის გამო (სერტიფიკატის განახლების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

პ) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო;

ჟ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო;

რ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერების/ფსიქოტროპული ნივთიერების/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების (გარდა მკურნალობის მიზნით მოხმარებისა) ფაქტის დადასტურების შემთხვევაში;

ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოხმარების ფაქტის პერიოდულად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ტ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

უ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი მიტოვების მომდევნო სამუშაო დღიდან ჩაითვლება სამსახურიდან გათავისუფლებულად.

4. სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული პირი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობები.

5. თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:

ა) შტატების შემცირების დროს ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის/გაუქმების დროს;

გ) პირადი პატაკის საფუძველზე.

6. კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.

7. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულა