ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016842
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2023
matsne.gov.ge 1,120 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წერილობით მომართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, აღნიშნული წესით გათვალისწინებული მიზნისთვის
მუხლი 2
სარგებლობის უფლებით ქონების მიმღები
ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად, სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს მიწის ნაკვეთი
მუხლი 2
სარგებლობის უფლებით გადაცემა
მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემა, პირდაპირი ან აუქციონის გზით
მუხლი 2
მიწის ნაკვეთი
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი არ აღემატება 1 კვ.მ -ს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც არ აღემატება 1კვ.მ-ს
მუხლი 2
მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნობრიობა
სწრაფი გადახდის აპარატების/ტერმინალების განთავსება
მუხლი 2
დელეგირებული უფლებამოსილება
ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის აუქციონის ან პირდაპირი გზით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხისა და გეგმის წარმომადგენლობით ორგანოში წინასწარ დამტკიცების გარეშე.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 10.02.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 18.11.2016 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 22.12.2014 პრივატიზებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის ხელშემწყობი წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 26.01.2022 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესის შესაბამისად მოსარგებლესთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.11.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №109 2023 წლის 21 დეკემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგნული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია დანართი №1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და ამოცანები 1. ეს წესი არეგულირებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის წესს. 2. აღნიშნული წესი წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის საკრებულოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას არაუმეტეს 1 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის ნაწილში. 3. ამ წესის მიზანია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივი რეგულირება, პროცედურების გამარტივება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება და ადმინისტრირების გაძლიერება. 4. ეს წესი არ ვრცელდება სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისთვის, სხვა მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ          მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირისთვის მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველიმუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი; ბ) დაინტერესებული პირიფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წერილობით მომართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, აღნიშნული წესით გათვალისწინებული მიზნისთვის; გ) სარგებლობის უფლებით ქონების მიმღებიფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად, სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს მიწის ნაკვეთი; დ) სარგებლობის უფლებით გადაცემა – მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემა, პირდაპირი ან აუქციონის გზით; ე) მიწის ნაკვეთი – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი არ აღემატება 1 კვ.მ -ს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც არ აღემატება 1კვ.მ-ს; ვ) მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნობრიობა – სწრაფი გადახდის აპარატების/ტერმინალების განთავსება; ზ) დელეგირებული უფლებამოსილება – ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის აუქციონის ან პირდაპირი გზით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხისა და გეგმის წარმომადგენლობით ორგანოში წინასწარ დამტკიცების გარეშე. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთის პირდაპირი გზით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემა, საფასური და მისი განსაზღვრის წესი 1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს მიწის ნაკვეთს პირდაპირი გზით სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე. 2. დაინტერესებული პირისთვის პირდაპირი გზით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემის აუცილებელი პირობაა, ამ წესის ამოქმედებამდე, განსაკარგავ ნაკვეთზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის/ტერმინალის არსებობა. ქონების მმართველის მიმართ დაინტერესებული პირს არ წარმოექმნება ამ წესის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის ვალდებულება. 3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის/ტერმინალის არსებობა განსაკარგავ სივრცეში უნდა დგინდებოდეს დაინტერესებული პირის მომართვის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. 4. პირდაპირი გზით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში ქონების სარგებლობის საფასურს ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საფასურის შესაბამისად. 5. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიუღებლობა ავტომატურად ჩაითვლება უარად. 6. ქონების მმართველსა და დაინტერესებულ პირს შორის ფორმდება პირდაპირი გზით სასყიდლიანი სარგებლობის ხელშეკრულება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესის შესაბამისად სარგებლობის უფლებით ქონების მიმღებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №278 დადგენილების შესაბამისად. 7. მიწის ნაკვეთის სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გამცემიდან დაბრუნებამდე გადაიხადოს მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სრულად და ჯეროვნად შესრულება. მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის გზით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემა, საფასური და მისი განსაზღვრის წესი 1. მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად იღებს და აუქციონის შედეგებს ამტკიცებს ქონების მმართველი, სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების ნუსხისა და გეგმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ წინასწარ დამტკიცების გარეშე. 2. მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით სარგებლობის უფლებით გაცემა შესაძლებელია ქონების მმართველის ან დაინტერესებული პირის ინიციატივის საფუძველზე. 3. მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით გადაცემა არ ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით სარგებლობის უფლებით გაცემას, ქირის საწყისი საფასურის, აუქციონის პირობების და ვადის განსაზღვრას და პროცედურების გატარებას ქონების მმართველი ახორციელებს „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო წესის დაცვით. მუხლი 5🔗. ანგარიშსწორების წესი 1. მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების საფასურის გადახდა ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, დაინტერესებულ პირსა და ქონების მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დაცვით. მუხლი 6🔗. სარგებლობის უფლებით ქონების მიმღების პასუხისმგებლობა 1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით ქონების მიმღები ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ქონების მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით ქონების მიმღებს, ქონების მმართველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სარგებლობის უფლებით ქონების მიმღებს დაეკისრება პირგასამტეხლო – გადაუხდელი ქირის 0,1 პროცენტის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა. 4. სარგებლობის უფლებით ქონების მიმღების დამატებითი ვალდებულებები შესაძლებელია მოწესრიგდეს ქონების მმართველ და მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 7🔗. სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები 1. მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია:  ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ბ) გაფრთხილების მიუხედავად, სარგებლობის უფლებით ქონების მიმღების მიერ მიწის ნაკვეთის სარგებლობის საფასურის 3 თვის განმავლობაში ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს დადგენილ ვადაში გადაუხდელობა; გ) ხელშეკრულების ვადის გასვლა; დ) თუ ქონების მმართველის მხრიდან წარმოიქმნა სარგებლობის გადაცემისათვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთის კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისთვის წარმოების აუცილებლობა; ე) კანონმდებლობითა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები 1. წინამდებარე წესის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მომართონ წერილობით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მიწის ნაკვეთის დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონების მმართველი უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას. 2. ქონების მმართველი აღნიშნული მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით გადაცემის ადმინსტრირებასა და კონტროლს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად. 3. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილების მიღებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.