„საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 29 სექტემბრის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №60 |
|
2023 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებ(ებ)ის დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქმის შესწავლის წესს და პროცედურას, ასევე მომხმარებლის მიერ სააგენტოში წარსადგენი განცხადების ფორმას, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და კანონის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების წესებს.“.
2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) იმავე მოვაჭრის მიმართ იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ან სხვა აქტი იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა შორის მორიგების შესახებ აქტის დამტკიცების თაობაზე;“.
3. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მხარეებს. თუ მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი ფორმით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.“.
4. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
2. თუ დასაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.“.
5. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მე-8“ და „მე-9“ პუნქტები:
„8. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსათვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრეს სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტისა და პროცედურის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ჯარიმას აკისრებს.
9. კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და პროცედურის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა 500 ლარი. ამ ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაა 1 000 ლარი.“.
|