თავი IV — ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია, ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებები
2. ტუროპერატორს შეუძლია მოითხოვოს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია. ტუროპერატორი ვალდებულია შეატყობინოს ტურისტს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობის (ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემის) საფასურის შესახებ, რომლის გადახდისთვის პაკეტის გადამცემი და მიმღები პირები ერთობლივად და ცალ-ცალკე არიან პასუხისმგებელი. აღნიშნული ხარჯები არ უნდა იყოს არათანაზომიერი და არ უნდა აღემატებოდეს ტუროპერატორის მიერ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების გადაცემისთვის დადგენილ რეალურ ღირებულებას.
3. ტუროპერატორი ვალდებულია პაკეტის გადამცემს მიაწოდოს დამატებითი საფასურის, დანახარჯებისა და გადაცემით გამოწვეული სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (15.12.2023).
წინა რედაქცია (28.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემა1. ტურისტს შეუძლია პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე პაკეტი გადასცეს იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობებს. ტურისტი ვალდებულია სულ მცირე 7 კალენდარული დღით ადრე ტუროპერატორს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პაკეტის მესამე პირისთვის გადაცემის შესახებ. 2. ტუროპერატორს შეუძლია მოითხოვოს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია. ტუროპერატორი ვალდებულია შეატყობინოს ტურისტს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობის (ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების მესამე პირისთვის გადაცემის) საფასურის შესახებ, რომლის გადახდისთვის პაკეტის გადამცემი და მიმღები პირები ერთობლივად და ცალ-ცალკე არიან პასუხისმგებელი. აღნიშნული ხარჯები არ უნდა იყოს არათანაზომიერი და არ უნდა აღემატებოდეს ტუროპერატორის მიერ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების გადაცემისთვის დადგენილ რეალურ ღირებულებას. 3. ტუროპერატორი ვალდებულია პაკეტის გადამცემს მიაწოდოს დამატებითი საფასურის, დანახარჯებისა და გადაცემით გამოწვეული სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი.