თავი IV — ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია, ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებები
2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
3. ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სათანადო ცვლილების შესატანად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაცია შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მართვის ავტომატიზებული საშუალებებით ელექტრონულად მიაწოდოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ ინფორმაცია
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (15.12.2023).
წინა რედაქცია (28.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია1. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი. 2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 3. ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სათანადო ცვლილების შესატანად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაცია შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მართვის ავტომატიზებული საშუალებებით ელექტრონულად მიაწოდოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ ინფორმაცია.