ა) ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად განხორციელება;

ბ) ტურისტული პროდუქტების შექმნა-პოპულარიზაცია და განვითარება;

გ) ტურიზმის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ტურისტული მომსახურების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობის განხორციელება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

დ) ტურისტული დანიშნულების ადგილზე ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა;

ე) ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ერთობლივი ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება;

ვ) ტურისტების საინფორმაციო უზრუნველყოფა (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი