თავი II — ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა, ტურისტული საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება
2. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და განხორციელების მონიტორინგს;
ბ) ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სხვადასხვა მიზნით გამოყენების პირობების განსაზღვრისას ტურისტული ინტერესებისა და პოტენციალის გათვალისწინებას;
გ) ტურიზმის სექტორის განვითარების დაგეგმვისა და მართვის პროცესში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას;
დ) ტურისტული რესურსების რაციონალურ გამოყენებას;
ე) ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას, განათლებასა და ჩართულობას ტურიზმის განვითარების პროცესში, მათ შორის, ტურიზმის განვითარების პროგრამებში.
თავი IIIტურისტული დანიშნულების ადგილის მართ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (15.12.2023).
წინა რედაქცია (28.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. ტურიზმის მდგრადი განვითარება1. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, რაც გულისხმობს რესურსების მართვას იმგვარად, რომ შესაძლებელ იქნეს ეკონომიკური და სოციალური მიზნების მიღწევა ისე, რომ შენარჩუნებული იყოს კულტურული თვითმყოფადობა, არსებითი ეკოლოგიური პროცესები და ბიომრავალფეროვნება. 2. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს: ა) ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და განხორციელების მონიტორინგს; ბ) ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სხვადასხვა მიზნით გამოყენების პირობების განსაზღვრისას ტურისტული ინტერესებისა და პოტენციალის გათვალისწინებას; გ) ტურიზმის სექტორის განვითარების დაგეგმვისა და მართვის პროცესში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას; დ) ტურისტული რესურსების რაციონალურ გამოყენებას; ე) ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას, განათლებასა და ჩართულობას ტურიზმის განვითარების პროცესში, მათ შორის, ტურიზმის განვითარების პროგრამებში. თავი IIIტურისტული დანიშნულების ადგილის მართვა