2. ტუროპერატორის უზრუნველყოფით სარგებლობა შეუძლიათ ტურისტებს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და გამგზავრების ადგილისა ან პაკეტის გაყიდვის ადგილისა, აგრეთვე უზრუნველყოფის გამცემი ორგანიზაციის განთავსების ადგილისა.

3. თუ პაკეტის შესრულება ვერ ხერხდება ტუროპერატორის გადახდისუუნარობის გამო, რეპატრიაცია და, საჭიროების შემთხვევაში, რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსება ხორციელდება ფინანსური გარანტიის (უზრუნველყოფის) მეშვეობით და უსასყიდლოდ. თუ ტურისტული მომსახურებები არ განხორციელებულა, ანაზღაურება ხდება ტურისტის მოთხოვნით, გონივრულ ვადაში.

4. ამ კანონის მიზნებისთვის გადახდისუუნაროდ მიიჩნევა ტუროპერატორი, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას/გადახდას, რაც შეუძლებელს ხდის ტურისტული მომსახურების გაწევას. უზრუნველყოფა ხორციელდება დაზღვევით ან საბანკო გარანტიით.

5. წარდგენილი ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ტურისტს უფლებას აძლევს, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის მიმართვის საფუძველზე მიიღოს ამ თავით გათვალისწინებული კომპენსაცია