„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2023 წლის 20 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო |
,,მუხლი 1. საკრებულოს იმ წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრების; დადგენილების პროექტის ინიცირების; საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებით სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღების; ამომრჩეველთან შეხვედრისა და მიღების, მათი წერილებისა და წინადადებების განხილვის, განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი განისაზღვროს თვეში 770 (შვიდას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.“.
|