,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.126.016455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2024 წლის 26 დეკემბერი

ქ. თერჯოლა

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge სსმ, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.126.016141, 04/02/2015 წ.), დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიმღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება 897 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი